ქალთა საინფორმაციო ცენტრი (WIC)
2000 წელს ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეის საქართველოს ეროვნული კომიტეტის ახალგაზრდათა ინიციატივით შექმნა ჯგუფი რომელიც იმუშავებდა გენდერულ საკითხებზე, ქალთა უფლებამოსილების გაფართოვებასა და მათი უფლებების დაცვაზე. დაეყრდნო რა ორგანიზაციის წევრების გამოცდილებას სხვა სახის საზოგადოებრივ მოღვაწეობაში, ჯგუფმა გადაწყვიტა თავიანთი მუშაობის მიმართულება ყოფილიყო კონკრეტული გენდერულ და მასთან არსებულ საკითხების მიმართ. საინიციატივო ჯგუფის წევრებს კარგად ესმოდათ, რომ საქართველოში თითქმის არ არსებობდა საინფორმაციო დახმარების სამსახური, ქალთა მოძრაობა, ადეკვატური განვითარება საინფორმაციო–საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, როგორც ქალთა უფლებამოსილების გაფართოვების საშუალება. ამიტომ ჯგუფი შეუდგა ამ სფეროში მომუშავე ორგანიზაციების შესახებ ინფორმაციების შეგროვებას. თუმცა, მუშაობის პროცესში გამოირკვა, რომ ასეთი ინფორმაცია იმაზე ნაკლებია, ვიდრე წარმოედგინათ. ეს ფაქტი გახდა ბიძგი ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზაციად შექმნისა, რომლის ძირითადი ამოცანა გახდა პირველ რიგში საქართველოში და მთლიანად სამხრეთ კავკასიაში ქალთა მოძრაობის ეფექტური საქმიანობის გაზრდა, ისეთ სფეროში როგორიცაა საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება და საზოგადოების ფართო ფენებში ქალთა მოძრაობის ედეების პროპაგანდა.
ეუთო/ოდირის მხარდაჭერით 2000 წელს ქალთა საინფორმაციო ცენტრი გახდა საქართველოში ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის თანადამფუძნებელიი და საერთაშორისო ორგანოზაციის ,,ქალები ძალადობის წინააღმდეგ” (WAVE) წევრი წარმომადგენელი საქართველოში.
2002 წელს ისევ და ისევ საინიაციატივო ჯგუფის სახით საქართველოს ეროვნული კომიტეტის ჰელსინკის მოქალაქეთა საბჭოს ეგიდით, ორგანიზაციამ გამოსცა სამხრეთ კავკასიაში მოქმედი ქალთა ორგანიზაციების პირველი ცნობარი.
2003 წლის მარტში ქალთა საინფორმაციო ცენტრი ოფიციალურად დარეგისტრირდა, როგორც დამოუკიდებელი ორგანიზაცია.
დღეს იგი რამდენიმე ეროვნული და საერთაშორისო გაერთიანების წევრია, აქვს მჭიდრო კავშირი მთელს ევროპაში და თანამშრომლობს CSO –თან. Qქალთა საინფორმაციო ცენტრმა განახორციელა რამდენიმე სერიოზული პროექტი და აგრძელებს მუშაობას მიმდინარე პროექტებზე.
ცენტრს ეხმარება საერთაშორისო მრჩეველთა გუნდი. ცენტრთან მუშაობს გამომცემლობა და დიზაინის სააგენტო. ისინი გვევლინებიან საქართველოში მსგავსი პროფილის პირველ მოქმედ სტრუქტურად, რომელიც შექმნილია ქალების მიერ და განკუთვნილია ქალთა ორგანიზაციებისა და CSO გაერთიანების მომსახურებისათვის.
ქსც ადმინისტრირებას უწევს რესურს-ცენტრს, რომელიც უშუალოდ ეხმარება ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციებს, საინიციატივო ჯგუფებსა და ინდივიდუალურ პირებს, ასევე სხვა სამოქალაქო და საერთაშორისო ორგანიზაციებს; რესურს-ცენტრი აღჭურვილია ბიბლიოეთეკით ქალთა უფლებებისა და გენდერული საკითხების სფეროში;
ქსც ჰყავს წარმომადგენლობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში;
ქსც ხელს უწყობს ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელისა და ლიდერი ქალების განვითარებას საქართველოს რეგიონებში;
ქსც ახორციელებს შემდეგ ვებ-პროექტებს და უზრუნველყოფს მათ ადმინისტრირებას:
www.ginsc.net - სამხრეთ კავკასიის გენდერული საინფორმაციო პორტალი; www.nasilie.net - არა - ოჯახში ძალადობას; www.antitraf.net - არა ტრეფიკინგი; www.youthknot.net - ევროპული ქსელი ,,ახალგაზრდული ხაზი” www.ywnsc.net - სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდა ქალთა ქსელი
ქსც-მ შექმნა და ადმინისტრირებას უწევს ,,ქალთა პოლიგრაფიულ სერვისს” – საქმიანობას, რომელიც მიმართულია საგამომცემლო და პოლიგრაფიულ სფეროში ქალთა როლის გაძლიერებისა და ორგანიზაციული განვითარებისაკენ.
ქსც არის ქსელის ,,ქალები ძალადობის წინააღმდეგ ევროპაში” (WAVE), ,,აღმოსავლეთ-დასავლეთ ქალთა ქსელი”-ს (NEWW) წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში და საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში მოღვაწე ქალებისათვის ევროპული გზამკვლევის (EUD) ქსელის წევრი.
ქსც სამუშაო მიდგომაში უპირატესია ქსელების შექმნა და კოალიციური მუშაობა. |