„ადგილობრივი მთავრობის დონეზე გენდერული პოლიტიკის გაძლიერება“
„ადგილობრივი მთავრობის დონეზე გენდერული პოლიტიკის გაძლიერება“, UNDP-ის მიერ მხარდაჭერილი ცხრა თვიანი პროექტია. პროექტის შედეგი ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე სახელმწიფო გენდერული თანასწორობის პოლიტიკის ლოკალიზაციის ხელშეწყობაა.
პროექტის მიზანია ოთხი სამიზნე მუნიციპალიტეტის მხარდაჭერა გენდერული თანასწორობის ინსტიტუციონალური მექანიზმების ჩამოსაყალიბებლად, გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმების შემუშავებისა და მიღებისთვის და სამოქმედო გეგმების იმპლემენტაციის პროცესის მხარდასაჭერად. თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული ინსტიტუციური მექანიზმების ინტერაქტიული რუკა და გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა განახლდება. |