„თემთა მობილიზება საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული ღონისძიებების გზით ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისა და აღმოფხვრისათვის“
პროექტის მიზანია, ამაღლდეს პანკისის მოსახლეობის, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების, აგრეთვე, ლტოლვილთა ცნობიერება, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებულ პრობლემატიკაზე. მის ფარგლებში ტარდება ტრენინგი „მამაკაცური საუბრები“, იურიდიული კონსულტაციები, ასევე ტრენინგები უხუცეს ქალთა და კაცთა საბჭოებისათვის. გარდა ტრენინგებისა, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია გადაცემის მომზადება სახელწოდებით „გენდერი და საზოგადოება“, რომელიც ადგილობრივი ტელეკომპანიის ეთერით გადაიცემა.
პროექტი ხორციელდება ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ, ევროკავშირის დაფინანსებით და კახეთის რეგიონული განვითარების ფონდთან პარტნიორობით.
|