არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა საინფორმაციო ცენტრი" (WIC), ქალთა ინიციატივითა და ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეის საქართველოს კომიტეტის ხელშეწყობით, 2000 წელს შეიქმნა. 2002 წელს, WIC ეუთო/ოდირის მხარდაჭერით, საქართველოში ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის თანადამფუძნებელი გახდა.
2003 წლის 15 სექტემბერს, დამოუკიდებელ ორგანიზაციად დარეგისტრირდა, როგორც არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირი. ორგანიზაცია ერთ-ერთი პირველია, რომელმაც საქართველოში ქალთა და კაცთა თანასწორობისა და ქალთა უფლებების საკითხებზე მუშაობა დაიწყო.
ქსც ხელს უწყობს ლიდერი ქალების ჩამოყალიბებას, ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელების განვითარებას და შექმნას საქართველოს რეგიონებში. არის რამდენიმე ეროვნული, რეგიონული და საერთაშორისო გაერთიანების წევრი, აქვს მჭიდრო კავშირი და თანამშრომლობს როგორც რეგიონულ, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
ორგანიზაცია მუშაობს ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე შემდეგი მიმართულებებით:
ყველა სფეროში გენდერული თანასწორობის ხელშეწყოფა;
ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება;
ქალთა მიმართ ან/ და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრა;
ქალთა გაძლიერება საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობისთვის;
ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყოფა;
ცნობიერების ამაღლება.
სლოგანით - „ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!“ ქსც თანამშრომლობს ქალებთან, რომლებსაც მიზნად აქვთ ლიდერობა, ბიზნესის წამოწყება ან თავიანთი შესაძლებლობების რეალიზებისთვის ახალ გზებს ეძებენ.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.
ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, პროექტის “შერჩეულ მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მეინსტრიმინგი და ხელშეწყობა“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა
