GEO | ENG

Women can, Women act,
Women change!

Contact us

Our work

WIC News

Publications

Team

Partners and Networks

About Us

Administration

WIC Team

Our friends

Gender Information Network of South Caucasus

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Administration

თეა ჯალიაშვილი

თეა ქალთა საინფორმაციო ცენტრის გუნდს 2018 წლის აპრილში შეუერთდა დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე.

მას გააჩნია 15 წლიანი სამუშაო გამოცდილება ადამიანის უფლებათა დაცვის, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ხელშეწყობის პროგრამების მართვის, ადმინისტრირებისა და სტრატეგიული დაგეგმარების კუთხით, სამთავრობათაშორისო, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებში (გაერო, ევროსაბჭო, ევროკავშირი და სხვა).

უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში, მისი პროფესიული კარიერის მანძილზე, როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო, მათ შორის, დასავლეთ ბალკანეთის და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში, იგი მონაწილეობდა და შეტანილი აქვს მნიშვნელოვანი წვლილი საკანონმდებლო, ზოგად პოლიტიკურ და ინსტიტუციონალური განვითარების, მათ შორის, ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული ინსტიტუტების რეფორმირების და მათ ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიმართულებით.

სტრატეგიული მართვის უნარებთან ერთად თეას გააჩნია კვლევის, მონიტორინგის და შეფასების სოლიდური უნარ-ჩვევები.

იგი თავისუფლად ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს და საბაზისო დონეზე ფრანგულს.

2000 წელს თეამ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიული ფაკულტეტი, 2005 წელს მოიპოვა მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი, 2007 წელს შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელებული პროგრამის მეშვეობით თეამ მოიპოვა რაულ ვალენბერგის სახელობის უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული სამართლის რეგიონალური პროგრამის დიპლომი, ხოლო 2008 წელს მას მიენიჭა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სახელმწიფო მმართველობის მაგისტრის წოდება. ამჟამად იგი ეუფლება სამართლის მეცნიერებას ლონდონის უნივერსიტეტში მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად.

მისი ფორმალური განათლება ასევე გამდიდრებულია სხვადასხვა სახის ტრენინგით ადამინის უფლებათა, კანონის უზენაესობის, დემოკრატიისა და სტრატეგიული მენეჯმენტის სფეროებში.

2018-05-10

Previous Page 

Our work   I    WIC News   I    Publications   I    Team   I    Partners and Networks    I    Contact us

© Copyright WIC 2022. All right reserved.

Using materials of the site the reference on www.wicge.org with the indication of the author is obligatory

Webmaster