კაბალის საზოგადოებრივ ცენტრში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა
2017 წლის 16-17მარტს ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით კაბალის საზოგადოებრივ ცენტრში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა, რომელიც მიზნად ისახავდა ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებას ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი საჯარო სკოლის პედაგოგები და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები. ტრენინგის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაციას გენდერული როლებისა და სტერეოტიპების, შრომის ბაზრის გენდერული სეგრეგაციის და გენდერული თანასწორობის, როგორც დემოკრატიის, სოციალური სამართლიანობისა და კეთილდღეობის საკითხების შესახებ. ასევე ოჯახში ძალადობის გამომწვევი მიზეზებისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისთვის დახმარების სერვისების შესახებ. კაბალის საზოგადოებრივი ცენტრი არის კარგი რესურსი ადგილობრივი მოსახლეობისთვის არაფორმალური განათლების მიწოდებისა და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებისთვის. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ფოტოგამოფენები: ,ქალები ძალადობის წინააღმდეგ“ და ,,დამფუძნებელი კრების წევრი ქალები 1919–1921“. ღონისძიება გაიმართა პროექტის ,,საჯარო სექტორის განვითარების ხელშეწყობა ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე სერვისების ეფექტური მიწოდების გზით" ფარგლებში ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობით. |