საინფორმაციო შეხვედრა არხილოსკალოს საზოგადოებრივ ცენტრში
2017 წლის 22-23 მარტს ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით არხილოსკალოს საზოგადოებრივ ცენტრში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა, რომელიც მიზნად ისახავდა ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებას ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი საჯარო სკოლის პედაგოგები, დიასახლისები, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები. ტრენინგის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაციას გენდერული როლებისა და სტერეოტიპების, შრომის ბაზრის გენდერული სეგრეგაციის და გენდერული თანასწორობის, როგორც დემოკრატიის, სოციალური სამართლიანობისა და კეთილდღეობის საკითხების შესახებ. ასევე ოჯახში ძალადობის გამომწვევი მიზეზებისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისთვის დახმარების სერვისების შესახებ. არხილოსკალოს საზოგადოებრივი ცენტრი არის კარგი რესურსი ადგილობრივი მოსახლეობისთვის არაფორმალური განათლების მიწოდებისა და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებისთვის. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ფოტოგამოფენები: ,ქალები ძალადობის წინააღმდეგ“ , -რომელი ფოტოებიც ეკუთვნის გოგა ჩანადირს და ,,დამფუძნებელი კრების წევრი ქალები 1919–1921“. ღონისძიება გაიმართა პროექტის ,,საჯარო სექტორის განვითარების ხელშეწყობა ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე სერვისების ეფექტური მიწოდების გზით" ფარგლებში ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობით. |