საინფორმაციო შეხვედრა წალკის საზოგადოებრივ ცენტრში
2017 წლის 5-6 აპრილს ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით წალკის საზოგადოებრივ ცენტრში ჩატარდა ტრენინგი, რომელიც მიზნად ისახავდა ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებას ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე. ტრენინგში მონაწილეობდნენ ადგილობრივი მაცხოვრებლები, განსაკუთრებით მაღალი იყო საჯარო სკოლისა და საბავშვო ბაღის პედაგოგების ჩართულობა. ტრენინგის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაციას გენდერული როლებისა და სტერეოტიპების, შრომის ბაზრის გენდერული სეგრეგაციის და გენდერული თანასწორობის, როგორც დემოკრატიის, სოციალური სამართლიანობისა და კეთილდღეობის საკითხების შესახებ. ასევე ოჯახში ძალადობის გამომწვევი მიზეზებისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისთვის დახმარების სერვისების შესახებ. |