ქალთა საინფორმაციო ცენტრმა უკრაინულ დელეგაციას უმასპინძლა
სასწავლო ტური საქათველოში დაიწყო! უკრაინის - დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონული ადმინისტრაციის წარმომადგენლები, უკრაინის თვით დახმარების ჯგუფების ხელმძღვანელი ქალები, უკრაინის ქალთა ფონდისა და უკრაინული UN Women-ის წარმომადგენლები უკვე თბილისში იმყოფებიან. ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით და ფონდ "ტასოსთან" თანამშრომლობით განხორციელებული სასწავლო ვიზიტის ფარგლებში სტუმრები მიიღებენ ინფორმაციას საქართველოში სათემო მიბილიზაციის შესახებ. |