საინფორმაციო შეხვედრა ბარალეთის საზოგადოებრივ ცენტრში
2017 წლის 12-13 აპრილს ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ბარალეთის საზოგადოებრივ ცენტრში ჩატარდა ტრენინგი, რომელიც მიზნად ისახავდა ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებას ქალთა უფლებების, გენდერული თანასწორობის, ეთნიკური უმცირესობების უფლებებისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე. ტრენინგში მონაწილეობდნენ ბარალეთის სკოლის პედაგოგები. ტრენინგის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაციას გენდერული როლებისა და სტერეოტიპების, შრომის ბაზრის გენდერული სეგრეგაციის და გენდერული თანასწორობის, როგორც დემოკრატიის, სოციალური სამართლიანობისა და კეთილდღეობის საკითხების შესახებ. ასევე, ეთნიკური უმცირესობების უფლებების და ოჯახში ძალადობის გამომწვევი მიზეზებისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისთვის დახმარების სერვისების შესახებ. |