GEO | ENG

ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!

კონტაქტი

ჩვენი საქმიანობა

WIC ამბები

გამოცემები

გუნდი

პარტნიორები და ქსელები

WIC ამბები

ჩვენი მეგობრები

Gender Information Network of South Caucasus

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

WIC ამბები

თბილისმა “გლობალურ ბიზნესფორუმ 2017-ს” უმასპინძლა

15 სექტემბერს, თბილისში, გლობალური ბიზნესფორუმი 2017 დაიწყო. ღონისძიების მტავარი თემაა: 21-ე საუკუნის გამოწვევები ბიზნესში. ფორუმი საქმიან ქალთა გაერთიანების ორგანიზებით ტარდება და მასპინძლობს 200-ზე მეტ ქართველ და უცხოელ დელეგატს: ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლებს, სხვადასხვა სექტორის ბიზნესის მფლობელებს, ინვესტორებსა და მწარმოებლებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. ბიზნეს ფორუმის მიზანია, დააკავშიროს ქართული და უცხოური ბიზნესები, შექმნას ეფექტური გარემო გამოცდილების გაზიარებისა და ნეთვორკინგისთვის, ხელი შეუწყოს ახალი კავშირების, ურთიერთობების ჩამოყალიბებას მონაწილეთა შორის. ფორუმის მონაწილეებს საქმიან ქალთა გაერთიანების პრეზიდენტმა ეკატერინე მაისურაძემ მიმართა. ასევე ფორუმის გახსნაში მონაწილეობა მიიღეს თბილისის ვიცე– მერმა, ნინა ხატისკაცმა, თბილისის საქალაქო საკრებულოს წევრმა, რიმა ბერაძემ, საქართველსო ბანკის წარმომადგენელმა ლიკა თავართქილაძემ და საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ნინო ჩოლოყაშვილმა. დელეგატების წინაშე სიტყვით გამოვიდა 'ანაკლია სითის' აღმასრულებელი დირექტორი ქეტევან ბოჭორიშვილი. ფორუმის მეორე დღე გასვლით ტურებს დაეთმობა. ტურის ფარგლებში სტუმრები მოინახულებენ ისტორიული მნიშვნელობის ქალაქ მცხეთას, შემდეგ ესტუმრებიან კახეთს, სადაც დააგემოვნებენ ქართულ ღვინოს. ტურის ბოლო მარშუტი კი თბილისის ხედებს მოიცავს. გლობალური ბიზნეს ფორუმი ორგანიზებულია საქმიან ქალთა გაერთიანების მიერ. ორგანიზაცია დაკომპლექტებულია, წარმატებული ქალი მეწარმეებით, რომლებიც წარმატებით ეწევიან ადგილობრივ და გლობალურ პარტნიორებთან ერთად ბიზნეს საქმიანობებს. ფორუმის მედია პარტნიორია “ფორბს ჯორჯია” და თანაორგანიზატორი – საქართველოს ბანკი.

ასევე, ფორუმის ერთ–ერთი პარტნიორი იუო ქალთა საინფორმაციო ცენტრი.

2017-09-21

წინა გვერდი 

ჩვენი საქმიანობა   I    WIC ამბები   I    გამოცემები   I    გუნდი   I    პარტნიორები და ქსელები   I    კონტაქტი

© Copyright WIC 2022. ყველა უფლება დაცულია.

მასალების გამოყენების შემთხვევაში www.wicge.org და ავტორის მითითება სავალდებულოა

Webmaster