GEO | ENG

ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!

კონტაქტი

ჩვენი საქმიანობა

WIC ამბები

გამოცემები

გუნდი

პარტნიორები და ქსელები

WIC ამბები

ჩვენი მეგობრები

Gender Information Network of South Caucasus

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

WIC ამბები

ამბები ძლიერ ქალებზე

1 დეკემბერს, თბილისის საკრებულოში პროექტის ,,თბილისის ისტორიები საკრებულოდან“ ფარგლებში ღონისძიება თემაზე „ამბები ძლიერ ქალებზე“ გაიმართა, რომელიც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მარიკა დარჩიამ და კავშირის „ქალების ინიციატივა თანასწორობისათვის“ თავმჯდომარემ, ფილოსოფოსმა, პროფესორმა ლელა გაფრინდაშვილმა წარადგინეს. მოწვეულ სტუმრებთან ერთად, ღონისძიებას თბილისის და ბათუმის საკრებულოს წევრი ქალები ესწრებოდნენ. როგორც მარიკა დარჩიამ განაცხადა, ნიშანდობლივია, რომ 2018 წლის ბოლო თემა სწორედ ქალებს ეძღვნებათ. მისივე თქმით, ღონისძიება გამოხმაურებაა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიისა, რომელიც 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლის იმართება. შეხვედრა დიმიტრი ყიფიანის სახელობის სხდომათა დარბაზში გაგრძელდა, სადაც პროფესორმა ლელა გაფრინდაშვილმა მე-19 საუკუნეში, საქართველოში მოღვაწე ქალების შესახებ ისაუბრა, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით ქართულ კულტურაში, პოლიტიკურ და საზოგადო ცხოვრებაში. მან ყურადღება გაამახვილა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრ ქალებზე: ეკატერინე გაბაშვილზე, ანასტასია წერეთლზე და ეკატერინე მესხზე, მათ მოღვაწეობაზე და საზოგადოებრივ საქმიანობაზე. ლელა გაფრინდაშვილმა ვრცლად ისაუბრა ასევე ბარბარე ჯორჯაძეზე, რომელიც მისი თქმით, იყო პირველი პოლემისტი, დრამატურგი და ფემინისტი ქალი საქართველოში. ღონისძიების ფარგლებში, თამარ მეფის დარბაზში, თემასთან დაკავშირებით, მოეწყო სხვადასხვა დროს მოღვაწე, ქალთა უფლებების დამცველი და 1919-1921 წლებში დამფუძნებელი კრების წევრ ქალთა ფოტო-გამოფენა, რომლის მასალებიც საკრებულოს ქალთა საინფორმაციო ცენტმა მიაწოდა

2019-02-20

წინა გვერდი 

ჩვენი საქმიანობა   I    WIC ამბები   I    გამოცემები   I    გუნდი   I    პარტნიორები და ქსელები   I    კონტაქტი

© Copyright WIC 2022. ყველა უფლება დაცულია.

მასალების გამოყენების შემთხვევაში www.wicge.org და ავტორის მითითება სავალდებულოა

Webmaster