GEO | ENG

ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!

კონტაქტი

ჩვენი საქმიანობა

WIC ამბები

გამოცემები

გუნდი

პარტნიორები და ქსელები

WIC ამბები

ჩვენი მეგობრები

Gender Information Network of South Caucasus

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

WIC ამბები

1325 ლოკალიზაცია: უკრაინის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში

2019 წლის 22- 26 აპრილის ჩათვლით საქართველოში სასწავლო ვიზიტით უკრაინის სახელმწიფო სტრუქტურული ერთეულებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ეწვივნენ. ვიზიტი მიზნად ისახავს საქართველოს გამოცდილების გაცნობას და გაზიარებას, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია №1325-ის - ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება - სამოქმედო გეგმების შესრულებასთან დაკავშირებით. დღეს სასწავლო ვიზიტის ფარგლებში ამ საკითხებთან დაკავშირებით გაიმართა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრა. 23 აპრილს უკრაინის დელეგაციას გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის თემატური სამუშაო ჯგუფის წევრებმა უმასპინძლეს. სამუშაო ჯგუფის წევრებმა ისაუბრეს გენდერული პოლიტიკის ინტეგრირების კუთხით უსაფრთხოების სექტორში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით, სამართალდამცავი ორგანოების მიერ წარმატებით განხორციელებული არაერთ ძირეულ ცვლილებაზე, ძალადობის მსხვერპლთათვის სახელმწიფო სერვისების გაუმჯობესების, უწყებათა კომპეტენციის და საზოგადოების ცნობიერების გაზრდის მიმართულებებით გადადგმულ ნაბიჯებზე. უკრაინის დელეგაციის ინტერესის სფეროს წარმოადგენს კონკრეტული საკითხები, ისეთი როგორიცაა: ეროვნული სამოქმედო გეგმების შესრულების მონიტორინგი და შედეგები; გაეროს უშიშროების რეზოლუცია 1325 ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელება ადგილობრივ დონეზე; ქალთა უფლებების და გენდერული თანასწორობის პოლიტიკის შემუშავების ხელშეწყობა; ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ხელშეწყობა და ეკონომიკური გაძლიერება (მათ შორის დევნილი ქალებისა და ახალგაზრდების); ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის ყოფა და ხელმისაწვდომობა ჯანდაცვის სერვისებზე. აღნიშნული ღონისძიება იმართება გაეროს ქალთა ორგანიზაციის, უკრაინის დევნილთა და დროებით ოკუპირებული ტერიტორიების სამინისტროსა და დონეცკის, ლუგანსკისა და ზაპოროჟიის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციების ხელშეწყობით. 

2019-06-12

წინა გვერდი 

ჩვენი საქმიანობა   I    WIC ამბები   I    გამოცემები   I    გუნდი   I    პარტნიორები და ქსელები   I    კონტაქტი

© Copyright WIC 2022. ყველა უფლება დაცულია.

მასალების გამოყენების შემთხვევაში www.wicge.org და ავტორის მითითება სავალდებულოა

Webmaster