GEO | ENG

ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!

კონტაქტი

ჩვენი საქმიანობა

WIC ამბები

გამოცემები

გუნდი

პარტნიორები და ქსელები

WIC ამბები

ჩვენი მეგობრები

Gender Information Network of South Caucasus

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

WIC ამბები

მოლდოვის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში

2019 წლის 8 - 10 ივლისს საქართველოს ვიზიტით ეწვია მოლდოვის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ ჟურნალისტები და ცენტრი „რეზონანსის“ წევრები. ვიზიტი განხორციელდა პროგრამა „სასწავლო ვიზიტი ჟურნალისტებისთვის“ ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მიერ.

საქართველოში შეხვედრების ორგანიზებას უწევდა არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა საინფორმაციო ცენტრი“.

ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა ჟურნალისტების პროფესიული უნარ-ჩვევების გაუმჯობესება, საერთაშორისო პრაქტიკის გაცვლის ხელშეწყობა და გენდერული საკითხების გაშუქების გამოცდილების შესწავლა საქართველოში.

ვიზიტი საქართველოში დაიგეგმა, როგორც წამახალისებელი ზომა ჟურნალისტებისთვის, რომლებიც აშუქებენ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებს მოლდოვაში.

დელეგაციის წევრების ინტერესთა სფეროში შედიოდა: საქართველოში მედიის მუშაობის შესწავლა ოჯახში ძალადობისა და გენდერული თანასწორობის საკითხების გაშუქების კუთხით და ა.შ.

მოლდოვის დელეგაცია ეწვია თბილისის საკრებულოს, სადაც გაეცნო გენდერული თანასწორობის საბჭოს მუშაობას. გამართა შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან.

დელეგაციის წევრები შეხვდნენ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წარმომადგენლებს, მოქმედ ჟურნალისტებს და ესტუმრნენ საქართველოს პირველ არხს, სადაც არხის მუშაობის პრინციპებს გაეცნენ.

ვიზიტის ფარგლებში გამართეს შეხვედრები გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე უწყებათაშორისი კომისიის წევრებსა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის ხელმძღვანელთან.

2019-07-31

წინა გვერდი 

ჩვენი საქმიანობა   I    WIC ამბები   I    გამოცემები   I    გუნდი   I    პარტნიორები და ქსელები   I    კონტაქტი

© Copyright WIC 2019. ყველა უფლება დაცულია.

მასალების გამოყენების შემთხვევაში www.wicge.org და ავტორის მითითება სავალდებულოა

Webmaster