ქალთა ოთახის სერვისებით სარგებლობის შეფასება
2019 წლის 16 ივნისს, ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებმა, ქვემო ქართლის რეგიონის, ბოლნისის მუნიციპალიტეტში ჩაატარეს ფოკუს - ჯგუფი. სამიზნე ჯგუფი იყო ადგილობრივი ლიდერი და მეწარმე ქალები, რომლებიც სარგებლობენ/არ სარგებლობენ ქალთა ოთახის სერვისით.
ფოკუს- ჯგუფის ჩადარების მიზანი იყო, მუნიციპალიტეტში არსებული ქალთა ოთახის სერვისებით სარგებლობის შეფასება, შემდგომი მუშაობის ეფექტიანად დაგეგმარებისთვის.
ფოკუს ჯგუფი ჩატარდა პროექტის ,,საქართველოს მუნიციპალიტეტებში ქალთა ოთახების სტანდარტიზაცია და მასშტაბების გაზრდა’’ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ქალთა საინფორმაციო ცენტრი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭრით. |