Women can,
Women act,
Women change!
WIC NEWS
ქალთა საინფორმაციო ცენტრმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ადვოკატირების შეხვედრა გამართა
2023-09-25 11:07:08

„ქალთა საინფორმაციო ცენტრმა“ პროექტის ფარგლებში „ქალები და ახალგაზრდები, ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ადგილობრივ დონეზე განხორციელებისთვის“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ადვოკატირების შეხვედრა გამართა. სამიზნე მუნიციპალიტეტებში აქტიური ადვოკატირების კამპანიის წარმოება კოალიციური პროექტის მნიშვნელოვანი და გრძელვადიან შედეგებზე ორიენტირებული კომპონენტია.

ერთი ფანჯრის პრინციპის მეთოდოლოგიის გამოყენებით გამართულ შეხვედრას კონფლიქტით დაზარალებული და დევნილთა დასახლებებში მცხოვრები ლიდერი ქალები, ასევე მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოს პირველი პირები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე, რომელსაც ფასილიტაცია ქსც-ს ექსპერტებმა გაუწიეს, თემის ლიდერმა ქალებმა დღის წესრიგში დააყენეს ის ინფრასტრუქტურული და სოციალური პრობლემები, რომელთა მოგვარება მათთვის პრიორიტეტს წარმოადგენს. ამასთან, იდენტიფიცირდა კონკრეტული პრობლემები, რომელთა გადაწყვეტა მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებაა.

 "არის საკითხები, რომლებზეც შევჯერდით, რა უნდა გაკეთდეს ამ მიმართულებით, ვის უნდა მივმართოთ, რა შედეგი შეიძლება მივიღოთ. ყველა ეს პრობლემა, რომელიც დღის წესრიგში დავაყენეთ, თემიდან არის წამოსული და ქალთა საინფორმაციო ცენტრის დახმარებით, აქამდე მოვიტანეთ.  მოხარული ვარ, რომ რაღაც საკითები დაიძრა, რომელთა მოგვარება ჩვენთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ყველა პრობლემა ერთიანად ვერ აგდაწყდება, თუმცა პროცესი რომ დაიწყო, ეს უკვე მნიშვნელოვანია" - ამბობს კოდის დევნილთა დასახლების მცხოვრები, მადონა ოქროპირიძე. 

"უმნიშვნელოვანესი შეხვედრა შედგა. განსხვავებული სიტუაციაა, როცა ადგილზე ვხვდებით ადამიანებს, თუმცა მრგვალ მაგდიასთან ეს საკითხები სხვანაირად წყდება.ვაღიარეთ, რომ პრობლემები არსებობს, რომლებზეც ვმუშაობთ. არის მიმართულებები, რაშიც ჩვენ ვერ ჩავერთვებით, თუმცა გამოიკვეთა საკითხები, რასაც შეიძლება ჩვენი მხარდაჭერა ჰქონდეს"- განაცხადა ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელმა, ჯემალ ბორცვაძემ.

"ვეცდებით, რომ მაქსიმალური ძალისხმევა გავწიოთ მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ფარგლებში რაც არის გასაკეთებელი, რა თქმა უნდა, სხვადასხვა რელევანტური უწყების  ჩართულობით. ამასთან, მიმაჩნია, რომ ამ ფორმატის თანამშრომლობა აუცილებელია, რათა ეფექტურად და დროულად გადავწყვიტოთ ამ ადამიანების საჭიროებები" - განაცხადა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი წიკლაურმა. 

ლია ზურებიანი "გამოიკვეთა საჭირბოროტო საკითხები, რომელთა გადაწყვეტა ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანისთვის და თეთრიწყაროს მერია აცხადებს მზაობას, კანონის შესაბამისად, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, მოვაგვაროთ ის პრობლემები, რომლებიც რეალურად დგას დევნილთა დასახლებებში, განსაკუთრებით ქალებისთვის, მათი უსაფრთხო გადაადგილებისთვის. ტრანსპორტირების საკითხი გამოკვეთა, საკანალიზაციო სისტემის მოგვარება ასევე პრობლემაა, მიუსაფარი ცხოველების კუთხით არის გამოწვევა, რომელიც არამხოლოდ დევნილთა დასახლებას, არამედ მუნიციპალიტეტს ეხება. ვფიქრობთ, რომ, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლება, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ეს საკითხები დროულად გადაწყდეს"-  განაცხადა თეთრიწყაროს მერის მოადგილემ, ლია ზურებიანმა. 

ადვოკატირების კამპანიის შემდეგი ეტაპი გაფართოებული შეხვედრა იქნება, რომელიც 29 სექტემბერს არის დაგეგმილი. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ადგილობრივი, ასევე უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი პირები, ასევე საელჩოები, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები.

***

პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია: ქალთა საინფორმაციო ცენტრი, იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი". პროექტი ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის კონფლიქტების სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან პარტნიორობით.

We take great pride in announcing that WIC from Georgia has been bestowed with the esteemed CAREC PROGRAM Gender Award—CAREC GENDER CHAMPIONS 2023. Certainly, it is noteworthy that women's organizations from various countries around the world were nominated for this prestigious award

On July 26, 2019, representatives of the Women's Information Center organized a focus group in Kobuleti Municipality that included local leaders and women entrepreneurs who use / do not use the Women's Room Service.The purpose of the focus group was to evaluate the use of women's room services in the municipality for effective planning of further work.

Right Banner