ჟოლოს პლანტაციები კოდის დევნილთა დასახლებაში და ორბის ბუდე, სოფელ სამშვიდლეში, მორიგი ლოკაციები იყო, სადაც ზალიკო სულაკაურის შესრულებით, ქალების და ახალგაზრდების პრობლემები კარიკატურებში ავსახეთ.
არტ-პერსფორმანსით ამჯერად დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალების ხმა გავაძლიერეთ და მათ მიერ დასახელებულ გამოწვევებს შესაბამის მხარეებს წარვუდგენთ.
ქალები, რომლებიც ომის შემდეგ წლებია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ცხობრობენ, არაერთი სოციალური და ინფრასტრუქტურული გამოწვევის წინაშე დგანან და მაინც ახერხებენ თავიანთი საქმე იპოვონ, განვითარდნენ და დასაქმდნენ ადგილობრივად.
ქალთა საინფორმაციო ცენტრი, მსგავს ვიზიტებს საქართველოს სხვა რეგიონებშიც გამართავს. WIC ახორციელებს პროექტს "საქართველოს 20 მუნიციპალიტეტის მხარდაჭერა გენდერული თანასწორობის ინტეგრირებასა და გაძლიერებაში", რომლის მხარდამჭერია გერმანიის საელჩო საქართველოში.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.
ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გაფართოებული შეხვედრა - „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ კვლევების პრეზენტაცია /კარგი პრაქტიკების გაზიარება“- გაიმართა