"მშვიდობის ელჩი ქალებისა და ახალგაზრდების ქსელის" წევრებისთვის, კახეთში, ტრენინგი "გენდერი და გენდერული დეზინფორმაცია" მიმდინარეობს. შეხვედრას დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალები და ახალგაზრდები ესწრებიან, საქართველოს ექვსი სხვადასხვა რეგიონიდან. ტრენინგს ქალთა საინფორმაციო ცენტრის გენდერის ექსპერტები მამუკა გაჩეჩილაძე და ლელა ხომერიკი უძღვებიან.
ორდღიანი სესია მიზნად ისახავს ქსელის წევრი ქალებისა და ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა დეზინფორმაცია, გენდერული დეზინფორმაცია, ცრუ ინფორმაციის მზარდი ნაკადები, ყალბი ამბების ამოცნობა და სხვ. ამასთან, მონაწილეები ინფორმაციას მიიღებენ ადამიანის უფლებების, განსაკუთრებით ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის მიმართულებით.
ამასთან, შეხვედრა ითვალისწინებს მონაწილეებისთვის პრიორიტეტული საკითხებისა და საჭიროებების იდენტიფიცირებას, სამშვიდობო ინიციატივების დაგეგმვისა და განხორციელებისთვის.
ტრენინგი ტარდება პროექტის ფარგლებში, „ქალები და ახალგაზრდების ქალები მშვიდობა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ადგილობრივ დონეზე განხორციელებისთვის“, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით და დიდი ბრიტანეთის დაფინანსებით ხორციელდება.
We take great pride in announcing that WIC from Georgia has been bestowed with the esteemed CAREC PROGRAM Gender Award—CAREC GENDER CHAMPIONS 2023. Certainly, it is noteworthy that women's organizations from various countries around the world were nominated for this prestigious award
On July 26, 2019, representatives of the Women's Information Center organized a focus group in Kobuleti Municipality that included local leaders and women entrepreneurs who use / do not use the Women's Room Service.The purpose of the focus group was to evaluate the use of women's room services in the municipality for effective planning of further work.