ისევ შევიკრიბეთ ქალები და ახალგაზრდები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ორდღიან ტრენინგზე "ადამიანის უსაფრთხოების მონიტორინგი".
სესია ქალთა საინფორმაციო ცენტრის გუნდმა სამოტივაციო ფილმის "დიდება დედოფალს" ჩვენებით გახსნა. დოკუმენტური ფილმი, რომლის ავტორიც თათია სხირტლაძეა გვიყვება ოთხი მოჭადრაკე ქალის - ნონა გაფრინდაშვილის, ნანა ალექსანდრიას, მაია ჩიბურდანიძისა და ნანა იოსელიანის წარმატების შესახებ, რაც ფენომენალური მოვლენა იყო არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს ისტორიაში. მაშინ, როდესაც სხვა ქვეყნებში ჭადრაკში ქალების ხსენებაც კი არ გვხვდება, საქართველოს მოჭადრაკე ქალები მოწინავე პოზიციებს არ თმობდნენ. ფილმის დასრულების შემდეგ მონაწილეებს ავტორთან შეხვედრის შესაძლებლობა ჰქონდათ.
ხატვარი და ვიზუალური არტისტი თათია სხირტლაძე ამჟამად ვენაში ცხოვრობს. ფილმის გადაღება დამოუკიდებლად დაიწყო, შემდეგ კი მისი იდეით პროდიუსერები დაინტერესდნენ. იდეა ემიგრანტად ცხოვრების ეპიზოდს უკავშირდება, რომელსაც ავტორის მონათხრობიდან შემდეგი ახსნა აქვს: ავსტრიაში საცხოვრებლად გადასვლის შემდეგ, თათიას, როგორც ქართველის იდენტიფიცირება წლების განმავლობაში რუსეთით, საბჭოთა კავშირით ხდებოდა. ერთადერთი გამონაკლისი ქართველ მოჭადრაკე ქალებთან არის დაკავშირებული.
"ჩემს მეხსიერებაში არსებობენ ეს ადამიანები, როგორც ძლიერი ქალების წარმომადგენლები. დიდი ხანია ავსტრიაში ვცხოვრობ და როცა მეკითხებიდნენ, საიდან ვიყავი და ვპასუხობდი საქართველოს, ყველა ამბობდა - რუსეთი, სტალინი, საბჭოთა კავშირი. მახსოვს, კულტურის ისტორიის პროფესორი მყავდა, რომელსაც ჭადრაკი უყვარს და როცა შეიტყო ჩემი ეროვნების შესახებ თქვა - ააჰ, მოჭადრაკე ქალები! ეს იყო ერთადერთი იდენტობა, რომლითაც მე, როგორც ქართველი ქალი, ამომიცნეს. რეალურად, იმპულსი მომცა ამ ადამიანმა." - იხსენებს თათია. აღნიშნავს, რომ ქალის თამაში ჭადრაკში, ისე როგორც საქართველოშია, სხვა არც ერთ ქვეყანაში არ გვხვდება. "ფლორენციაში ლეონარდო და რაფაელი ერთ ქალაქში რომ ცხოვრობდნენ, ისე არიან ეს ქალები ჩემთვის".- აღნიშნავს ავტორი.
საერთო ჯამში, ფილმის ჩვენების შემდეგ დისკუსიამ და საუბარმა მოგვიყვა ამბავი, რომელიც გვახსენებს, რომ რეალობის შესაცვლელად ბევრი ძლიერი ქალია საჭირო. მეხსეიერების შენარჩუნება კი ფუნდამენტური საძირკველია რწმენის, რომ ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.
ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გაფართოებული შეხვედრა - „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ კვლევების პრეზენტაცია /კარგი პრაქტიკების გაზიარება“- გაიმართა