
ქალებისა და ადგილობრივი თემის გასაძლიერებად ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი გზა სათემო მუშაობაა, რომლის საფუძველს სოციალური მლობილიზაციის მეთოდოლოგია წარმოადგენს. მეთოდოლოგიის არსი იმაში მდგომარეობს, რომ თემში ცვლილება დაიწყოს თავად ამ თემის შიგნიდან, ადამიანების გაძლიერებით, მათი გამოცდილების, ცოდნისა და ქმედებების გაერთიანებით.
სათემო მუშაობა არის ერთ-ერთი ყველაზე ცოცხალი პროცესი, რომელიც მოითხოვს გულწრფელობას, თანმიმდევრულობას, თემის ღრმა ცოდნას და თანამშრომლობას როგორც თემში მცხოვრებ ადამიანებთან, ისე გარემოსთან. სწორედ ამ პროცესის წყალობით სწავლობენ ადამიანები ერთობლივ მოქმედებას, საერთო პრობლემების გადაწყვეტას და ისეთი ცვლილებების ინიცირებას, რომლებიც მათ ცხოვრებას რეალურად გარდაქმნის უკეთესობისკენ.
სოციალური მობილიზაციის მეთოდოლოგიით მუშაობა რამდენიმე ეტაპისგან შედგება, თითოეული საფეხური მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან და შემდგომი ნაბიჯების წარმატება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული წინამორბედებზე. ეს პროცესი შეიძლება დაიწყოს ერთი ჩვეულებრივი შეხვედრით, სადაც ქალები პირველად საუბრობენ იმაზე, რაც აწუხებთ, ან იმაზე, რაც შეცვლას საჭიროებს.
სწორედ ეს ცოდნა და გამოცდილება აერთიანებს სამ არასამთავრობო ორგანიზაციას - ქალთა სიანფორმაციო ცენტრს, საქველმოქმედო ჰუმანიტარული ქალთა ფონდი ,,სოხუმის” და დევნილ ქალთა ასოციაცია ,,თანხმობას” კოალიციურ პროექტში - ,,ქალები მოქმედებენ მშვიდობისა და უსაფრთხობისთვის”. პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან პარტნიორობით და დიდი ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. მისი პრიორიტეტია დევნილი და იძულებით გადაადგილებული ქალებისა და ახალგაზრდების გაძლიერება, რათა მათ თავად შეძლონ კონფლიქტის შედეგად დაზარალებული თემების საჭიროებების გადაჭრა, ერთობლივი ძალისმევით, სამოქალაქო ინიციატივების ფარგლებში.
საქართველოს კონტექსტში გაეროს ქალთა ორგანიზაცია და მისი პარტნიორები აღნიშნულ მეთოდოლოგიას უფრო ხშირად შემდეგ ოთხ სფეროში იყენებენ: ქალთა ეკონომიკური გაძლიერება; სოციალური აქტივიზმის ხელშეწყობა; ქალთა პოლიტიკური გაძლიერება; ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება.
"ქალები მოქმედებენ მშვიდობისა და უსაფრთხობისთვის”კოალიციური პროექტის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია სწორედ თვითდახმარების ჯფუფების ფორმირებისა და მათი მხარდაჭერის გზით, სათემო ინიციატივების განხორციელება, რათა გაუმჯობესდეს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული თემების სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა.
საინფორმაციო შეხვედრები, პირველი უშუალო კონტაქტი თემის წევრებთან
პროექტი აქტიურ ფაზაშია, ქალთა საინფორმაციო ცენტრმა უკვე ჩაატარა საინფორმაციო შეხვედრები სამიზნე რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში (სვანეთი, წალენჯიხა, ხაშური, საჩხერე, თეთრიწყარო). ეს არა მხოლოდ მოსამზადებელი ეტაპის მნიშვნელოვანი კომპონენტია, არამედ მთელი პროცესის ხარისხიანად დაგეგმვის საფუძველი. შეხვედრები შერჩეული სათემო მუშაკებისა და დახმარების ჯგუფების ჩართულობით შედგა.
ეს იყო პირველი უშუალო კონტაქტი თემის წევრებთან და ემსახურებოდა ნდობის ჩამოყალიბებას და პროცესის გაცნობას.
შეხვედრაზე ორგანიზაციის გუნდმა გააზირა ინფორმაცია პროექტის მიზნების, ფაზების, კომპონენტების და აქტივობების შესახებ. ასევე, საუბარი შეეხო იმ შესაძლებლობებს, რომელსაც პროექტი თემს სთავაზობს. კერძოდ, მონაწილეები გაეცნენ მათი მონაწილეობის მნიშვნელობას, როგორც პირად, ისე თემის განვითარების კონტექსტში, ცოდნის გაზიარება და ცნობიერების ამაღლება არის უმნიშვნელოვანესი საწყისი და მუდმივი თანმდევი აღნიშნული პროცესის.
საერთო ჯამში, საინფორმაციო შეხვედრების უმთავრეს მიზანს თემის წევრებისგან მიღებული უკუკავშირი და მათ მიერ დანახული საჭიროებების იდენტიფიცირება წარმოადგენს. ამის შემდეგ თემის წევრებს აქვთ მკაფიო წარმოდგენა იმაზე, თუ რა მიზნები აქვს პროექტს, როგორია მათი შესაძლო სარგებელი და რა პასუხისმგებლობა ეკისრებათ პროექტში ჩართვის შემთხვევაში.
საიმედო სივრცე, მოქმედება ერთი მიზნის გარშემო
მუშაობა თემში ქმნის სამედო სივრცეს, სადაც ქალები, ახალგაზრდები და თემის წევრები სწავლობენ ერთად ყოფნას და ერთიანი ხმით მოქმედებას. პროექტი "ქალები მოქმედებენ მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“ ამ სივრცის გაფართოებას ცდილობს თითოეულ თემში, სადაც ცვლილება სჭირდებათ არა ცალკეულად, არამედ ერობლივად.
პროექტი უწყვეტად იზრუნებს ჯგუფის წევრების ცნობიერების, ცოდნისა და უნარების გაძლიერებაზე, რათა მათ რეალურად შეძლონ თემში ცვლილებების ინცირება. მთელი ამ პროცესის საბოლოო მიზანია, რომ პროექტის დასრულების შემდეგ ჯგუფებმა დამოუკიდებლად გააგრძელონ ფუნქციონირება, შეინარჩუნონ ერთობა, აქტიურობა და თავიანთი თემის საჭიროებების გადაჭრისთვის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა.
აღნიშნული პროექტი „ქალები მოქმედებენ მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“ არის გასულ წლებში განხორციელებული პროექტის გაგრძელება - მესამე ფაზა. მუშაობა 2023 წელიდან დაიწყო, დევნილი და კონფლიქტით დაზარალებული ქლალების თანამონაწილეობითი კვლევით, რომელიც კონფლიქტით დაზარალებული თემების საჭიროებებს ეხებოდა, ხოლო 2024-25 წლებში ადგილზე განხორციელდა 30-ზე მეტი სათემო ინიციატივა და გადაწყდა 53-მდე პრობლემური საკითხი. ასევე ჩამოყალიბდა „მშვიდობის ელჩი ქალებისა და ახალგაზრდების ქსელი“, რომელიც აგრძელებს ადგილობრივ თემებში მუშაობას.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.
ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, პროექტის “შერჩეულ მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მეინსტრიმინგი და ხელშეწყობა“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა
















