Women can,
Women act,
Women change!
WIC NEWS
ქალთა საინფორმაციო ცენტრი ალბანეთში საერთაშორისო მრგვალ მაგიდაზე
2025-10-09 14:55:05

1 ოქტომბერს, ტირანაში  გაიმართა ღონისძიება - სოციალური ერთობის შესახებ პოლიტიკის მრგვალი მაგიდა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში - რომელიც მიზნად ისახავდა სოციალური ერთობის ტენდენციებისა და გამოწვევების განხილვას ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში. 

მონაწილეებმა იმსჯელეს: სოციალური ერთობის დინამიკის ცვლილებებსა და განვითარებაზე მათი გავლენის შესახებ, ასევე, პოლიტიკურ და პროგრამულ რეკომენდაციებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს სოციალური ერთობის გაძლიერებას. საერთაშორისო პლატფორმაზე საუბარი შეეხო ინოვაციურ მიდგომებსა და პარტნიორობას სოციალური ერთობის გასამყარებლად. 

ქალთა საინფორმაციო ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ, ელენე რუსეცკაიამ შეხვედრაზე გააზიარა საქართველოს გამოცდილება და ხედვა სოციალური ერთობისა და გენდერული თანასწორობის კუთხით. საქართველოდან ღონისძიებაში მონაწილეობდნენ, ასევე, კავკასიური სახლის გამგეობის წევრი და მშვიდობის პროგრამის ხელმძღვანელი, ივანე აბრამაშვილი და ღია სივრცე კავკასიას პროგრამის ხელმძღვანელი გვანცა საკანელაშვილი.

ღონისძიებამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რომ რეგიონული თანამშრომლობა და ცოდნის გაზიარება გადამწყვეტია დემოკრატიული, ინკლუზიური და მდგრადი საზოგადოების განვითარებისთვის.
 

We take great pride in announcing that WIC from Georgia has been bestowed with the esteemed CAREC PROGRAM Gender Award—CAREC GENDER CHAMPIONS 2023. Certainly, it is noteworthy that women's organizations from various countries around the world were nominated for this prestigious award

On July 26, 2019, representatives of the Women's Information Center organized a focus group in Kobuleti Municipality that included local leaders and women entrepreneurs who use / do not use the Women's Room Service.The purpose of the focus group was to evaluate the use of women's room services in the municipality for effective planning of further work.

Right Banner