
1 ოქტომბერს, ტირანაში გაიმართა ღონისძიება - სოციალური ერთობის შესახებ პოლიტიკის მრგვალი მაგიდა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში - რომელიც მიზნად ისახავდა სოციალური ერთობის ტენდენციებისა და გამოწვევების განხილვას ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში.
მონაწილეებმა იმსჯელეს: სოციალური ერთობის დინამიკის ცვლილებებსა და განვითარებაზე მათი გავლენის შესახებ, ასევე, პოლიტიკურ და პროგრამულ რეკომენდაციებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს სოციალური ერთობის გაძლიერებას. საერთაშორისო პლატფორმაზე საუბარი შეეხო ინოვაციურ მიდგომებსა და პარტნიორობას სოციალური ერთობის გასამყარებლად.
ქალთა საინფორმაციო ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ, ელენე რუსეცკაიამ შეხვედრაზე გააზიარა საქართველოს გამოცდილება და ხედვა სოციალური ერთობისა და გენდერული თანასწორობის კუთხით. საქართველოდან ღონისძიებაში მონაწილეობდნენ, ასევე, კავკასიური სახლის გამგეობის წევრი და მშვიდობის პროგრამის ხელმძღვანელი, ივანე აბრამაშვილი და ღია სივრცე კავკასიას პროგრამის ხელმძღვანელი გვანცა საკანელაშვილი.
ღონისძიებამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რომ რეგიონული თანამშრომლობა და ცოდნის გაზიარება გადამწყვეტია დემოკრატიული, ინკლუზიური და მდგრადი საზოგადოების განვითარებისთვის.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.
ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, პროექტის “შერჩეულ მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მეინსტრიმინგი და ხელშეწყობა“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა
















