
ქალები მოქმედებენ მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის - 20 ნოემბერს, თბილისში, „მშვიდობის ელჩი ქალებისა და ახალგაზრდების“ ქსელის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ქალთა საინფორმაციო ცენტრი, პარტნიორ ორგანიზაციებთან, საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ქალთა ფონდ „სოხუმთან“ და დევნილ ქალთა ასოციაცია „თანხმობასთან“ ერთად, აგრძელებს სათემო მუშაობას პროექტის ფარგლებში ,,ქალები მოქმედებენ მშვიდობისა და ადგილობრივი თემების გაძლიერებისათვის”, რომლის მხარდამჭერია გაეროს ქალთა ორგანიზაცია.
მშვიდობის ელჩი ქალებისა და ახალგაზრდების ქსელი მიზნად ისახავს, საქართველოში, დევნილი და კონფლიქტით დაზარალებული ქალებისა და ახალგაზრდების გაძლიერებას მშვიდობისა და უსაფრთხოების მიმართულებით. სამუშაო შეხვეწდრა სწორედ აღნიშნული ქსელის და მისი წევრი ქალებისა და ახალგაზრდების გაძლიერებისა და განვითარების მზინით ჩატარდა. სამუშაო შეხვედრა ჩატარდა ქსელის სამდივნოს სტრუქტურაზე, როლებსა და ბრენდინგზე, რომელიც უფრო ეფექტიანად დაუჭერს მხარს ადგილობრივ ინიციატივებს საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით და სოლიდარული მიდგომით.
შეხვედრაზე ქალებსა და ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოესმინათ ავსტრიის მშვიდობის ცენტრის (ACP) მიერ ჩატარებული სესიისთვის, რომელიც გახანგრძლივებულ კონფლიქტებში მოლაპარაკებებისა და მედიაციის შესახებ პრაქტიკას ეხებოდა. მონაწილეები გაეცნენ, როგორ ფუნქციონირებს საერთაშორისო ქალ მშვიდობის მშენებლებთა ქსელები. მიღებული ცოდნა ქმნის შესაძლებლობას დიალოგისთვის, ნდობის გაღრმავებისა და ინკლუზიური მშვიდობის პროცესების ხელშეწყობისთვის.
მონაწილეებმა სამუშაო შეხვედრის თითოეული მიმართულება შეაფასეს, როგორც პრაქტიკული, დროული და ღირებული. მიღებული ცოდნა და გამოცდილება მათ მნიშვნელოვნად დაეხმარება როგორც სათემო მუშაობის პროცესში, ისე იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი ქსელის ეფექტიანად ფუნქციონირებისთვის.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.
ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, პროექტის “შერჩეულ მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მეინსტრიმინგი და ხელშეწყობა“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა
















