რა საჭიროებები აქვს თემს და რა უნდა გაკეთდეს ქალებისა და ახალგაზრდების უფრო აქტიური ჩართულობისთვის, რათა თემის ყოველდღიურობა გახდეს უკეთესი.
"ქალები მოქმედებენ მშვიდობისა და ადგილობრივი თემების გაძლიერებისთვის"კოალიციური პროექტის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია სწორედ თვითდახმარების ჯფუფების ფორმირებისა და მათი მხარდაჭერის გზით, სათემო ინიციატივების განხორციელება, რათა გაუმჯობესდეს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული თემების სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა. პროექტი ეფუძნება სოციალური მობილიზაციის მეთოდოლოგიას, რაც გულისხმობს იმას, რომ სოციალური ცვლილება იწყება თემის შიგნიდან, იმ ადგილიდან, სადაც ყველაზე მეტად ესმით ადგილობრივი საჭიროებები. პროექტზე საუბრობენ თვითდახმარების ჯფუფის წევრი ქალები და სათემო მუშაკები.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.
ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, პროექტის “შერჩეულ მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მეინსტრიმინგი და ხელშეწყობა“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა
















