მშვიდობის ელჩი ქალებისა და ახალგაზრდების ქსელი არის პლატფორმა, რომელიც მიზნად ისახავს იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტით დაზარალებული ქალებისა და ახალგაზრდების გაძლიერებას, მათი ჩართულობის ხელშეწყობას მშვიდობისა და უსაფრთხოების პროცესებში საქართველოში.
ქსელის წევრები არიან ქალები და გოგონები საქართველოს 17 მუნიციპალიტეტიდან, აგრეთვე პროექტში ჩართული პარტნიორი ორგანიზაციებისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.
ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, პროექტის “შერჩეულ მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მეინსტრიმინგი და ხელშეწყობა“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა
















