Women can,
Women act,
Women change!
WIC NEWS
ქალები, რომლებიც საკუთარ თემებს ცვლიან
2026-04-07 18:58:27

მაშინ, როცა ქალები და ახალგაზრდები ერთიანდებიან, ცვლილებები რეალურ შედეგებად გადაიქცევა. ამბის დასაწყისში ის, ვისაც უკეთეს სამყაროში, სოფელსა და თემში სურს ცხოვრება, გზების ძებნას იწყებს და მერე, ისე, რომ ეძებ და აუცილებლად პოულობ, აღმოაჩენ თანამოაზრეებს, მხარდამჭერებს, პარტნიორებს, სოლიდარობისა და ერთიანობის სუპერ ძალებს.

ამ ამბავს გვიყვება პროექტი ,,ქალები მოქმედებენ მშვიდობისა და ადგილობრივი თემის გაძლიერებისთვის”, რომლის ფარგლებშიც, თითქმის ერთი წლის განმავლობაში (2025 წლის 1 მაისიდან 2026 წლის 31 მარტამდე), გაძლიერდა ათობით დევნილი და კონფლიქტით დაზარალებული ქალი და ახალგაზრდა. მიზანი დასაწყისშივე ნათელი იყო - ქალებსა და ახალგაზრდებს უნდა შეძლებოდათ თემის საჭიროებების დანახვა და მათი გადაწყვეტისთვის საჭირო ნაბიჯების გადადგმა.

პარტნიორობა, რომელიც ცვლილებებს ქმნის  - შემაჯამებელი შეხვედრა

პროექტს ახორციელებდა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია: ქალთა საინფორმაციო ცენტრი, იგპ ქალთა ასოციაცია "თანხმობა" და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ქალთა ფონდი "სოხუმი", გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან პარტნიორობით და დიდი ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.

ქალები მიღწევებზე, მოტივაციასა და საერთო მიზანზე

 

2026 წლის 20 მარტს, ქალთა საინფორმაციო ცენტრმა პროექტის შემაჯამებელი შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე სათემო მუშაკებმა, თვითდახმარების ჯგუფის წევრებმა და "მშვიდობის ელჩი ქალებისა და ახალგაზრდების ქსელის"  წარმომადგენლებმა მიღწევები და გამოცდილება გააზიარეს. 

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროექტის დასკვნით ფაზას (2025-2026 წლები), რომლის ფარგლებშიც, სამივე ორგანიზაციის ძალისხმევით, 15 სამიზნე მუნიციპალიტეტში ჩატარებული საჭიროებათა კვლევის საფუძველზე, სათემო მუშაობის ფარგლებში, 37 სათემო ინიციატივა შეირჩა და განხორციელდა. 

სათემო საჭიროებების მოგვარებისთვის შემუშავებული სათემო ინიციატივების მხარდაჭერა პროექტის ერთ-ერთი მთავარი, თუმცა არა ერთადერთი მიღწევა იყო. შეხვედრაზე ნათლად გამოიკვეთა მოტივაცია, რომელიც პროექტმა ქალებში გააჩინა.

"ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება ჩემთვის თავდაჯერებულობის გაზრდა და საკუთარი შესაძლებლობების გაცნობიერება იყო. პროცესში მივხვდი, რომ იდეები, რომელთა შესახებაც მხოლოდ ფიქრი თუ შემეძლო, რეალურად განხორციელებადია თუ არსებობს მონდომება და მხარდაჭერა. შეიცვალა არა მხოლოდ ჩემი ყოველდღიურობა, არამედ თემშიც -  ადამიანები უფრო აქტიურად ერთვებიან საერთო საქმეებში, გაჩნდა თანამშრომლობის სურვილი და ერთმანეთის მხარდაჭერის კულტურა. მნიშვნელოვანია, რომ პროცესში კაცებიც აქტიურად ჩაერთვნენ, რაც კიდევ უფრო აძლიერებს საერთო მიზნის მნიშვნელობას. ჩვენი გამოცდილება სხვა ქალებისთვისაც მოტივაცია გახდა, არ შეეშინდეთ ნაბიჯის გადადგმის და თავიანთი იდეების განხორციელების,“ - ამბობს სათემო მუშაკი წალენჯიხის მუნიციპალიტეტიდან, ამიდა ახალაია. 

შემაჯამებელ შეხვედრაზე სათემო მუშაკებმა და თვითდახმარების ჯგუფის წევრმა ქალებმა დადებითად შეაფასეს პროექტის ფარგლებში ჩატარებული ტრენინგები და შესაძლებლობების გაძლიერების პროგრამები. აღინიშნა, რომ ამ ტიპის აქტივობებმა ხელი შეუწყო არა მხოლოდ მათი ცოდნისა და უნარების გაძლიერებას, არამედ მათი ქმედითუნარიანობისა და თავდაჯერებულობის ზრდას.

წარსულის გამოცდილება - გზა დღევანდელ ცვლილებებამდე 

პროექტის განხორციელების პირველ ეტაპს წინ უძღოდა საინფორმაციო შეხვედრები, რომლებიც ქალთა საინფორმაციო ცენტრის ხუთივე მიზნობრივ მუნიციპალიტეტში ჩატარდა. შეხვედრების ფარგლებში ქალები გაეცნენ პროექტის მიზნებს, ამოცანებსა და დაგეგმილ აქტიბობებს. ასევე, აქცენტი გაკეთდა სოციალური მობილიზაციის მეთოდოლოგიის მნიშნელოვან კომპონენტებზე, რომლებიც გამოიყენბულ იქნა პროექტის განხორციელების ყველა ეტაპზე. 

ქალთა საინფორმაციო ცენტრისთვის ეს მეთოდოლოგია კარგად ნაცნობია, რადგან ორგანიზაცია ფონდ „ტასოსთან“ ერთად ერთ-ერთი პირველი მუშაობდა დევნილ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებთან „ერთი ფანჯრის პრინციპის“ მეთოდოლოგიით. კერძოდ, სოციალური მობილიზაციის შედეგად გაძლიერებული ქალები თავად აიდენტიფიცირებდნენ პრობლემებს, ხოლო ქალთა საინფორმაციო ცენტრი ამ საკითხების გადაჭრის გზებზე მუშაობდა.

"მაშინ პრობლემების 70%-ზე მეტი დადებითად გადაწყდა. დღეს, როდესაც ახალ ქალებთან გავაგრძელეთ მუშაობა, ვხედავთ შედეგებს, რომ მათ ნამდვილად შეძლეს სხვა ქალების გაერთიანება. ამ გზით გაძლიერდა ხიდი ჩვენსა და ადგილობრივ ქალებს შორის. ვფლობთ ინფორმაციას, რა წუხილები აქვთ და რა პრობლემებია ადგილობრივ დონეზე. ქალები და გოგოები მომზადებულები არიან, რათა თავიანთი თემის პრობლემები თავად წარმოაჩინონ და, რაც მთავარია, გადაწყვიტონ," - ამბობს ქალთა საინფორმაციო ცენტრის დამფუძნებელი, ელენე რუსეცკაია.

ისტორიული მეხსიერება, რომ მყარი საფუძველია სასიკეთო ცვლილებებისთვის, კიდევ ერთხელ დაამტკიცა პროექტმა „ქალები მოქმედებენ მშვიდობისა და ადგილობრივი თემის გაძლიერებისთვის“.



პროექტის ფარგლებში ქალთა საინფორმაციო ცენტრის სამუშაო არეალი 5 მუნიციპალიტეტს მოიცავდა: მესტიას, წალენჯიხას, საჩხერეს, ხაშურსა და თეთრიწყაროს. საქმიანობას ხუთი გადამზადებული სათემო მუშაკი წარმართავდა,  ხოლო ჩამოყალიბებული თვითდახმარების ჯგუფები აერთიანებდა თითოეულში მინიმუმ 25 ქალს, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულები თემის განვითარების პროცესებში.



"თითოეული სათემო ინიციატივა მნიშვნელოვანი ცვლილებების შედეგია. თემში შეიცვალა შეხედულებები, რუტინული ცხოვრება გახდა უფრო მრავალფეროვანი, ცოდნის ამაღლების შესაძლებლობამ უზრუნველყო მათ შორის ახალგაზრდების ჩართულობა. ამ პროექტმა მთელი თემი გააერთიანა. საზოგადოებას, რომელიც ადგილზე ჩამოყალიბდა, ბევრი სიკეთის გაკეთება შეუძლია, მე ამის ძალიან მჯერა, ეს ქალების გარეშე წარმოუდგენელია" - ამბობს ლიდერი ქალი, სოფელ პერევიდან, ეკა გოგატიშვილი.

მუნიციპალიტეტებში თვითდახმარების ჯგუფები ხელმძღვანელობდნენ იმ დებულებების მიხედვით, რომლებიც თავადვე დაამტკიცეს. თითოეულ ჯგუფს ჰქონდა შერჩეული სახელწოდება და წინასწარ შემუშავებული სამოქმედო გეგმა, რაც უზრუნველყოფდა მათი საქმიანობის სტრუქტურირებულ და მდგრად განვითარებას.

"სათემო მუშაობის დროს, ჩორჩანაში, არაერთი გამოწვევა გვქონდა, მაგრამ მიხარია, რომ მაინც შევძელით საქმის გაკეთება. ამას ხელს უწყობდა სტრუქტურირებული მიდგომა, ვიცოდით, რას ვაკეთებდით და რა მიზანი გვქონდა, ხოლო გამოწვევების დროს მუდმივად ვგრძნობდით მხარდაჭერას. სათემო ინიციატივის განხორციელების პროცესში დავინახეთ მთელი სოფლის ჩართულობა: ქალი, კაცი, ახალგაზრდა თუ მოზარდი, ყველა გვეხმარებოდა შესაძლებლობების ფარგლებში. ამ ყველაფერმა დაამტკიცა, რომ ერთი სასიკეთო ცვლილებაც კი შეიძლება გახდეს მაგალითი და მოტივაცია სხვებისთვის,  არა მხოლოდ ქალებისთვის, არამედ ყველასთვის." - ამბობს სათემო მუშაკი ხაშურის მუნიციპალიტეტიდან,  მანანა გოგნაძე.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში თვითდახმარების ჯგუფს "ჩვენ შევძლებთ" დაარქვეს. 

სათემო მუშაკს, მადონა ოქროპირიძეს, ქალთა საინფორმაციო ცენტრთან წლების თანამშრომლობა აკავშირებს. ამბობს, რომ სწორედ ორგანიზაციამ მისცა განვითარების შესაძლებლობა. დღეს, თვითდახმარების ჯგუფმა საქმიანობა გააგრძელა ძლიერი ქალებისა ბაზაზე, ახალი წევრების ჩართულობით. 

"ძალიან კარგი ქალები გვყვავს გაერთიანებული თვითდახმარების ჯგუფში, თითოეულის საქმიანობა დელეგირებული იყო და ზუსტად იცოდნენ, რას და რისთვის აკეთებდნენ. სახელიც სიმბოლურად შევურჩიეთ "ჩვენ შევძლებთ", რადგან გვჯერა, რომ ქალს ყველაფერი შეუძლია, რასაც მოინდომებს” - ამბობს სათემო მუშაკი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტიდან, მადონა ოქროპირიძე. 

მართალია, დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალების მიერ იდენტიფიცირებული გამოწვევები და საჭიროებები განსხვავდება, მაგრამ მათთვის მშვიდობა მხოლოდ ფიზიკური უსაფრთხოების საკითხი არ არის, არამედ თემის კეთილდღეობაა. 

"შვიდობა არა მხოლოდ ფიზიკური მომენტია, მშვიდობა არის შინაგანი მდგომარეობა. მშვიდობაა, როცა ბავშვი უზრუნველყოფილია გათბობით, უსაფრთხო გარემოთი, თემი უზრუნველყოფილია პირველადი საჭიროებებით. მშვიდად ხარ, როცა ეს ყველაფერი მოგვარებულია და ამისთვის ვიბრძვით” - მესტიის მუნიციპალიტეტიდან, ნატო სუბარი.

პროექტის განხორციელების პროცესში ქალების მოტივაციას, განვითარებას, ჩართულობასა და ეფექტიან საქმიანობას ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის კოორდინატორი, ანა ნემსაძე აჯამებს:

"ყველაზე მნიშვნელოვანია ქალებთან ურთიერთობა და იმის დანახვა, როგორ იზრდებიან, იცვლებიან, ვითარდებიან და ძალისხმევას არ იშურებენ თავიანთი თემების კეთილდღეობისთვის. მუშაობენ, რათა მათი საქმიანობა გახდეს სასიკეთო ცვლილებების საფუძველი. პროექტის ეს ფაზა გამორჩეული იყო, რადგან განსაკუთრებული აქცენტი დაეთმო სათემო ინიციატივების განხორციელებას, რომლის ფარგლებში მიღებული გამოცდილება, მომავალში, თვითდახმარების ჯგუფების მდგრადობის მყარი საფუძველია.”- ამბობს ანა ნემსაძე. 

სოციალური მობილიზაციის შესახებ ისტორიული მეხსიერების, სათემო მუშაობის, თვითდახმარების ჯგუფების მოტივაციისა და სამუშაო პროცესის შესახებ გამოცდილებას ასახავს ვიდეო, რომელიც პროექტის ფარგელბში მომზადდა.

ქალები მოქმედებენ მშვიდობისა და ადგილობრივი თემების გაძლიერებისთვის

მშვიდობის ელჩი ქალებისა და ახალგაზრდების ქსელი

საერთო მიზნის გარშემო გაერთიანებამ არა მხოლოდ სათემო საჭიროებების მოგვარება უზრუნველყო, არამედ ხელი შეუწყო "მშვიდობის ელჩი ქალებისა და ახალგაზრდების ქსელის" სტურქტურის გაძლიერებას, რომელიც პროექტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიღწევად მიიჩნევა.



"ქსელი შეიქმნა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის ფარგლებში, რომელიც დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერით ხორციელდება საქართველოში. მისი მიზანია დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა და ახალგაზრდების ინტერესების დაცვა, მათი საჭიროებების გამოვლენა და რეაგირება. ქსელი აქტიურად მუშაობს, რათა დევნილთა დასახლებებში და ე.წ. გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში ქალებსა და ახალგაზრდებს მეტი შესაძლებლობები ჰქონდეთ და უფრო აქტიურად ჩაერთონ მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილების მიღების პროცესებში“, – ამბობენ გაეროს ქალთა ორგანიზაციაში.

ქალთა ქსელი "მშვიდობის ელჩი ქალები და ახალგაზრდები“

დღეს ქალებს და ახალგაზრდებთ აქვთ ცოდნა და უნარები, საქმიანობა დამოუკიდებლად გააგრძეოლონ, თუმცა ქსელისა და სათემო მუშაობის  მდგრადობისთვის, უწყვეტი მხარდაჭერა მნიშნელოვანია. სწორედ ეს იყო პროექტის “ქალები მოქმედებენ მშვიდობისა და ადგილობრივი თემების გაძლიერებისთვის” შემაჯამებელი შეხვედრის სამომავლო გზავნილი.

We take great pride in announcing that WIC from Georgia has been bestowed with the esteemed CAREC PROGRAM Gender Award—CAREC GENDER CHAMPIONS 2023. Certainly, it is noteworthy that women's organizations from various countries around the world were nominated for this prestigious award

On July 26, 2019, representatives of the Women's Information Center organized a focus group in Kobuleti Municipality that included local leaders and women entrepreneurs who use / do not use the Women's Room Service.The purpose of the focus group was to evaluate the use of women's room services in the municipality for effective planning of further work.

Right Banner