საქართველოში, 9 აპრილამდე და მის შემდეგ, არაერთი თაობა დაიბადა და გაიზარდა.
ჩვენ შორის არიან ადამიანები, რომლებიც თავად შეესწრნენ იმ ერთდროულად ტკივილიან, სევდიან, ღირსსახსოვარ და საამაყო დღეს, დღეებს, იყვნენ მისი მონაწილეები და დღეს ცოცხალ მემატიანეებად გვევლინებიან.
არიან ისეთებიც, რომლებიც იმდროინდელ მოვლენებს არ შესწრებიან, თუმცა ტრაგიკული და საბედისწერო დღის მეხსიერება მაინც ცოცხლობს მათში - ზოგისთვის ეს დედის მონათხრობია, ზოგისთვის მამის, ოჯახში გადმოცემული ამბებია, სკოლასა და უნივერსიტეტში გაგონილი ან ნასწავლი ისტორიები.
ამ ადამიანებს ერთი რამ აერთიანებთ -პირდაპირ თუ ირიბად, როგორც ამ ქვეყნის შვილები, გულით ატარებენ მოვლენებს, რომლებმაც ახალი საქართველოს დაბადებას დაუდო საფუძველი.
9 აპრილზე ჟურნალისტი, ქართველი ემიგრანტი ამერიკიდან, ია მერკვილაძე გვიყვება.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.
ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, პროექტის “შერჩეულ მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მეინსტრიმინგი და ხელშეწყობა“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა
















