საქართველოში, 9 აპრილამდე და მის შემდეგ, არაერთი თაობა დაიბადა და გაიზარდა. ჩვენ შორის არიან ადამიანები, რომლებიც შეესწრნენ ან/და მონაწილეები იყვნენ იმ ერთდროულად ტკივილიანი, სევდიანი, ღირსსახსოვარი და საამაყო დღეების. ისინი დღეს ცოცხალ მემატიანეებად გვევლინებიან. არიან ისეთებიც, რომლებიც იმდროინდელ მოვლენებს არ შესწრებიან, თუმცა ტრაგიკული და საბედისწერო დღის მეხსიერება მათში მაინც ცოცხლობს. ზოგისთვის ეს დედის მონათხრობია, ზოგისთვის მამის, ოჯახში გადმოცემული ამბებია, სკოლასა და უნივერსიტეტში გაგონილი და ნასწავლი ისტორიები. მაგრამ, ჩვენ ყველას, ერთი რამ გვაერთიანებს, გულით ვატარებთ მოვლენებს, რომლებმაც ახალი საქართველოს დაბადებას დაუდო საფუძველი.
9 აპრილზე, სოციოლოგი, ლელა ჯავახიშვილი გვიყვება.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.
ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, პროექტის “შერჩეულ მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მეინსტრიმინგი და ხელშეწყობა“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა
















