
15 ოქტომბერს, სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღეს, საქართველოს ქალთა II კონგრესი გაიმართა.
წლევანდელი კონგრესი სოფლად მცხოვრები ქალების ხმას, ლიდერობასა და ინკლუზიურ განვითარებას მიეძღვნა და 300-მდე მონაწილეს აერთიანებდა: საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულ ქალებს, ადგილობრივ ლიდერებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, საერთაშორისო პარტნიორებსა და დარგის ექსპერტებს.
კონგრესის მიზანი იყო სოფლად მცხოვრები ქალების საჭიროებებისა და გამოცდილების წარმოჩენა, მათი ლიდერობის მხარდაჭერა და ქალთა უფლებების, თანასწორობისა და ინკლუზიური განვითარების საკითხებზე დიალოგის გაძლიერება.
კონგრესი გახსნა ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC) დამფუძნებელმა, ელენე რუსეცკაიამ. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოში დიპლომატიური კორპუსის და ქვეყანაში მოღვაწე საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა.
მისასალმებელ გამოსვლებში ყურადღება გამახვილდა გენდერულ თანასწორობაზე, ქალთა ლიდერობაზე, ადამიანის უფლებებზე, ინკლუზიურ განვითარებასა და ქალთა მონაწილეობაზე მშვიდობისა და უსაფრთხოების პროცესებში.
კონგრესის მთავარი პლენარული პანელი - „სოფლად მცხოვრები ქალები ცვლილებების სათავეში“ - ქალთა ადგილობრივ ლიდერობას, თვითორგანიზებასა და თემების გაძლიერებას დაეთმო.
სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენელმა ქალებმა ისაუბრეს საკუთარ გამოცდილებაზე, ადგილობრივ საჭიროებებსა და ინიციატივებზე, რომლებიც ხელს უწყობს თემებში ცვლილებებსა და ახალი შესაძლებლობების შექმნას.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების მონაწილეობასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფას.
საერთაშორისო პერსპექტივების განხილვისას მონაწილეებმა იმსჯელეს ქალთა უფლებებზე, დემოკრატიულ მონაწილეობაზე, თანასწორობასა და სოლიდარობაზე ცვალებად გარემოში.
კონგრესის დღის წესრიგი მრავალფეროვანი იყო და სხვადასხვა აქტივობებსა და ქალთა საკითხებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან მიმართულებებს აერთიანებდა.
საქართველოს ქალთა კონგრესი ქალთა სოლიდარობის, გამოცდილების გაზიარების, საერთო ძალისხმევისა და ქალთა მოძრაობის გაძლიერების მნიშვნელოვანი პლატფორმაა.
We take great pride in announcing that WIC from Georgia has been bestowed with the esteemed CAREC PROGRAM Gender Award—CAREC GENDER CHAMPIONS 2023. Certainly, it is noteworthy that women's organizations from various countries around the world were nominated for this prestigious award
On July 26, 2019, representatives of the Women's Information Center organized a focus group in Kobuleti Municipality that included local leaders and women entrepreneurs who use / do not use the Women's Room Service.The purpose of the focus group was to evaluate the use of women's room services in the municipality for effective planning of further work.

















