ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!
სიახლეები
სოლიდარობა მოქმედებაშია!
2026-10-20 12:09:30

ძალადობის მსხვერპლი ფეხბურთელი ქალისა და ნატა ვიბლიანის მხარდამჭერი ბანერები საქართველოს ქალთა II კონგრესიდან.

ბანერები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მკაფიო პოზიციის გამოხატვასა და საზოგადოებაში სოლიდარობის კულტურის გაძლიერებას ისახავდა მიზნად.

კონგრესის სივრცეში წარმოდგენილი იყო ორი ბანერი, რომლებზეც ქალებმა საკუთარი ხელმოწერები დატოვეს და ამით გამოხატეს თანადგომა და საერთო პასუხისმგებლობა ქალთა უფლებების დაცვის მიმართ.

ერთ-ერთი ბანერი ქალი ფეხბურთელის მხარდასაჭერად შეიქმნა და მასზე დატანილი მთავარი გზავნილი იყო: "მოძალადის მხარდამჭერი ძალადობის თანამონაწილეა!".  ეს მოწოდება გვახსენებს, რომ როდესაც ძალადობას ვამართლებთ, უგულებელვყოფთ ან მოძალადეს მხარს ვუჭერთ, ამით მსხვერპლს კიდევ უფრო ვაზიანებთ. 

მეორე ბანერი ნატა ვიბლიანის მხარდასაჭერად იყო განკუთვნილი. მასზე დატანილი გზავნილი გამოხატავდა სოლიდარობას ქალის მიმართ, რომელმაც გაბედა და საჯაროდ ისაუბრა ბავშვობაში მის მიმართ განხორციელებული სექსუალური ძალადობის შესახებ.

ორივე ბანერზე დატოვებული ხელმოწერები უბრალო სიმბოლური ჟესტი არ არის. ისინი ქალთა ერთიანობის, თანადგომისა და ძალადობის წინააღმდეგ გამოხატული საერთო პოზიციის ხილული დასტურია. 

თითოეული ხელმოწერა წარმოადგენს გზავნილს, რომ ძალადობის მსხვერპლი ქალები არ უნდა დარჩნენ მარტო და რომ მათ მხარდაჭერა სჭირდებათ არა მხოლოდ პირად, არამედ საზოგადოებრივ სივრცეშიც.

ქალთა კონგრესის ფარგლებში განხორციელებულმა კამპანიამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ქალთა სოლიდარობის და ერთიანობის მნიშვნელობა ქალთა უფლებების დაცვისა და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში.

სოლიდარობა ნიშნავს ქალის გვერდით დგომას, მისი ხმის მოსმენას და ძალადობის მიმართ მკაფიო პოზიციის გამოხატვას.

ჩვენი სოლიდარობა ჩვენი პოზიციაა. ჩვენი ერთიანობა - ცვლილების ძალაა.

15 ოქტომბერს, სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღეს, საქართველოს ქალთა II კონგრესი გაიმართა. წლევანდელი კონგრესი სოფლად მცხოვრები ქალების ხმას, ლიდერობასა და ინკლუზიურ განვითარებას მიეძღვნა და 300-მდე მონაწილეს აერთიანებდა

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

Right Banner