
რა სჭირდება სოფლად მცხოვრებ ქალს, რომ საკუთარი იდეა რეალურ ეკონომიკურ შესაძლებლობად აქციოს, განავითაროს ბიზნესი და ფინანსური დამოუკიდებლობა მოიპოვოს? ამ საკითხებს დაეთმო საქართველოს ქალთა II კონგრესის მეორე პანელი - „ინკლუზიური ეკონომიკური განვითარება, შრომითი უფლებები და მწვანე შესაძლებლობები“.
15 ოქტომბერს გამართული პანელის მოდერატორი იყო გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) საქართველოს პროექტის მენეჯერი ია დადუნაშვილი. დისკუსიაში მონაწილეებმა სოფლად მცხოვრები ქალების ეკონომიკური გაძლიერების შესაძლებლობები და ის სოციალური, ეკონომიკური და სტრუქტურული ბარიერები განიხილეს, რომლებიც მათ საქმიანობასა და განვითარებაზე გავლენას ახდენს.
პანელზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სოციალურ მეწარმეობასა და ადგილობრივი ეკონომიკური ინიციატივების მნიშვნელობას. განხილულმა გამოცდილებებმა აჩვენა, რომ ქალების მიერ შექმნილი საწარმოები მხოლოდ შემოსავლის წყარო არ არის, ისინი ხელს უწყობს ადგილობრივი რესურსების გამოყენებას, დასაქმების შესაძლებლობების შექმნას, თემის განვითარებასა და სოციალური ღირებულების წარმოქმნას.
ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ქალებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიღებული ცოდნა და უნარები რეალურ ეკონომიკურ საქმიანობად გარდაქმნან, ხოლო მათ საქმიანობას სათანადო აღიარება და ბაზარზე წვდომა მოჰყვეს.
დისკუსიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ქალთა ფინანსური დამოუკიდებლობა და საკუთრების უფლებები იყო. მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს იმ გარემოებაზე, რომ კანონით აღიარებული თანასწორობა ყოველთვის არ ნიშნავს თანაბარ შესაძლებლობებს პრაქტიკაში. მემკვიდრეობით მიღებულ ქონებაზე, ფინანსურ რესურსებსა და სამართლიან საკრედიტო პირობებზე ხელმისაწვდომობა ქალების ეკონომიკური უსაფრთხოებისა და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების მნიშვნელოვანი საფუძველია.
პანელზე ასევე განიხილეს ზრუნვის პასუხისმგებლობების არათანაბარი განაწილების გავლენა ქალთა ეკონომიკურ აქტიურობაზე.

ბავშვებზე, ხანდაზმულებსა და ოჯახის სხვა წევრებზე ზრუნვა ხშირად ქალებს აკისრიათ, რაც ზღუდავს მათ დროს, დასაქმებისა და მეწარმეობის შესაძლებლობებს. ამ გამოწვევების საპასუხოდ მნიშვნელოვანია ოჯახური პოლიტიკის განვითარება, ზრუნვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და ისეთი სოციალური დაცვის მექანიზმების შექმნა, რომლებიც სოფლად მცხოვრები ქალების რეალურ საჭიროებებსა და შრომის მრავალფეროვან ფორმებს გაითვალისწინებს.
პანელის მთავარი გზავნილი: ქალთა ეკონომიკური გაძლიერება მხოლოდ დასაქმებისა და შემოსავლის ზრდას არ გულისხმობს, ის მოიცავს საკუთრებაზე, ფინანსებზე, ცოდნასა და ბაზრებზე წვდომას, ზრუნვის პასუხისმგებლობების სამართლიან განაწილებასა და საკუთარი მომავლის დამოუკიდებლად განსაზღვრის შესაძლებლობას.
ქალთა ეკონომიკური პოტენციალის სრულად რეალიზებისთვის აუცილებელია ისეთი ინკლუზიური გარემოს შექმნა, რომელიც მათ ინიციატივებს ხელს შეუწყობს, თანაბარ შესაძლებლობებს უზრუნველყოფს და ქალების წვლილს ადგილობრივი ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროცესში გააძლიერებს.
We take great pride in announcing that WIC from Georgia has been bestowed with the esteemed CAREC PROGRAM Gender Award—CAREC GENDER CHAMPIONS 2023. Certainly, it is noteworthy that women's organizations from various countries around the world were nominated for this prestigious award
On July 26, 2019, representatives of the Women's Information Center organized a focus group in Kobuleti Municipality that included local leaders and women entrepreneurs who use / do not use the Women's Room Service.The purpose of the focus group was to evaluate the use of women's room services in the municipality for effective planning of further work.

















