ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!
ვიდეო გალერეა
ქალთა ისტორიები - უხილავი ძაფები, რომლებიც თაობებს აერთიანებს
2026-11-02 14:31:30

"ქალთა არქივები, ესაა ერთი დიდი გაბმული ჯაჭვი ადამიანებისა, რომლებიც ცდილობენ საკუთარ ევროპულ იდენტობას დაუბრუნდნენ“ - თქვა ესმა მანიამ, პუბლიკაციის „ცვლილებების ხმა: პროგრესისთვის მებრძოლი ქალები საქართველოში“ ავტორმა და შეგვახსენა, რომ ისტორიული მეხსიერება მხოლოდ წარსულის ფრაგმენტების შენახვა არ არის. უპირველესად, ის საკუთარი იდენტობის გააზრებისა და მომავლის შექმნის საფუძველია.

ისე, როგორც ჩანაფიქრში იყო, საქართველოს ქალთა II კონგრესის კულტურულმა პროგრამამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ სხვადასხვა ეპოქაში მოღვაწე ქალებს შორის უხილავი ძაფები არსებობს - საერთო იდეები, მისწრაფებები და ღირებულებები, რომლებიც თაობებს აკავშირებს და ცვლილებებისკენ სწრაფვას ახალი ენერგიით მუხტავს.

"ჩვენი იდეა იყო, რომ გაგვება ხიდები ჩვენს წინაპარ საზოგადო მოღვაწე აქტიურ ქალებსა და დღევანდელ ქალებს შორის“ - აღნიშნა თამარ საბედაშვილმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლის მოადგილემ საქართველოში.
სწორედ ამიტომ, წარსულში მოღვაწე ქალების ისტორიებს პუბლიკაციის ავტორები გვიყვებოდნენ, ღონისძიების მონაწილეთა პირად ამბებს კი სცენაზე ქართული ფლეიბექ თეატრი აცოცხლებდა.

"ყველა ადამიანის ისტორია იმსახურებს იყოს მოსმენილი და გათამაშებული სცენაზე“ -  თქვა ცისია ჩოლოყაშვილმა,   ქართული ფლეიბექ თეატრის დამფუძნებელმა და ქალების ამბები კონგრესიდან სცენაზე გააცოცხლა. 
გიტოვებთ შთამბეჭდავ კადრებსა და ემოციებს.
 

15 ოქტომბერს, სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღეს, საქართველოს ქალთა II კონგრესი გაიმართა. წლევანდელი კონგრესი სოფლად მცხოვრები ქალების ხმას, ლიდერობასა და ინკლუზიურ განვითარებას მიეძღვნა და 300-მდე მონაწილეს აერთიანებდა

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

Right Banner