
საქართველოს ქალთა II კონგრესის ფარგლებში გამართულ სპეციალურ პლენარულ სესიაზე "ძალადობა, დისკრიმინაცია და მართლმსაჯულებაზე წვდომა“ მონაწილეებმა განიხილეს სოფლად მცხოვრები ქალების წინაშე არსებული გამოწვევები ძალადობის პრევენციის, უსაფრთხოების, მხარდაჭერის სერვისებზე ხელმისაწვდომობისა და მართლმსაჯულების მიმართულებით.
დისკუსიის მთავარი აქცენტი გაკეთდა იმაზე, რომ ძალადობისგან თავის დაღწევა ქალის გაძლიერების მხოლოდ პირველი ეტაპია. უსაფრთხო გარემოს შექმნასთან ერთად აუცილებელია ისეთი პირობების უზრუნველყოფა, რომლებიც ქალს დამოუკიდებელი ცხოვრების აღდგენის, ეკონომიკური გაძლიერებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვანი მონაწილეობის შესაძლებლობას მისცემს. ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რეგიონებში არსებული სოციალური, ეკონომიკური, გეოგრაფიული და ინფორმაციული ბარიერების შემცირებას.
სესიას მოდერაციას უწევდა ირინა ჯაფარიძე, გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) პროგრამის მენეჯერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის მიმართულებით. მომხსენებლები იყვნენ ქეთევან ზოიძე, მარიამ დალაქიშვილი, მაია ცირამუა, ნანა თოდუა და ელისო რუხაძე.

ძალადობის პრევენცია და დამოუკიდებელი ცხოვრების აღდგენა
ქეთევან ზოიძემ ოჯახში ძალადობა პირად გამოცდილებასა და ძალადობის გამოცდილების მქონე სხვა ქალებზე დაკვირვების საფუძველზე განიხილა, როგორც არა მხოლოდ ინდივიდუალური, არამედ საზოგადოებრივი პრობლემა. მან ყურადღება გაამახვილა ძალადობის პრევენციაში განათლებისა და საზოგადოების პასუხისმგებლობის მნიშვნელობაზე.

მისი ხედვით, პრევენცია ადრეული ასაკიდან უნდა იწყებოდეს და მოიცავდეს თანასწორობის, უფლებების, პასუხისმგებლობისა და ჯანსაღი ქცევის მოდელების შესახებ ცოდნის გაძლიერებას. ამასთან, ოჯახი უნდა იყოს უსაფრთხოების, მხარდაჭერისა და თანასწორი პასუხისმგებლობის სივრცე.
მომხსენებელმა ასევე ხაზი გაუსვა ძალადობის გამოცდილების მქონე ქალების ფსიქოლოგიური და ეკონომიკური დამოუკიდებლობის აღდგენის აუცილებლობას. ამისთვის მნიშვნელოვანია პროფესიული შესაძლებლობების შექმნა, სარეაბილიტაციო და სოციალური პროგრამების გაძლიერება და ქალებისთვის დამოუკიდებელი ცხოვრების თავიდან დაწყების რეალური პირობების უზრუნველყოფა.
მარიამ დალაქიშვილმა, Speak Up!-ის დამფუძნებელმა, ძალადობრივი გარემოს დატოვების შემდეგ ქალების წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. პირად გამოცდილებაზე, მათ შორის შშმ ბავშვის მშობლის გამოცდილებაზე დაყრდნობით, მან წარმოაჩინა, რამდენად უკავშირდება ქალის დამოუკიდებლობა ზრუნვის პასუხისმგებლობებს, დასაქმებას, შემოსავლისა და საცხოვრებლის უზრუნველყოფას, განათლებასა და სოციალური კავშირების აღდგენას.

მოხსენებაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სერვისების რეალურ ხელმისაწვდომობას. მათი ფორმალური არსებობა ყოველთვის არ ნიშნავს, რომ ქალებსა და ოჯახებს მათი გამოყენება შეუძლიათ. ფინანსური, გეოგრაფიული, დროითი და ადმინისტრაციული ბარიერები განსაკუთრებით ართულებს დახმარების მიღებას რეგიონებში.
მარიამ დალაქიშვილმა ასევე ისაუბრა ქალთა თვითორგანიზებისა და ურთიერთმხარდაჭერის მნიშვნელობაზე. მისი ხედვით, ქალები მხოლოდ მხარდაჭერის მიმღებები არ უნდა იყვნენ - მათ აქტიური მონაწილეობა უნდა ჰქონდეთ იმ პროგრამებისა და გადაწყვეტილებების შემუშავებაში, რომლებიც მათ საჭიროებებს ეხება.
სექსუალური ძალადობის ტრავმა და ფსიქოსოციალური მხარდაჭერა
ფსიქოლოგმა მაია ცირამუამ სექსუალური ძალადობის ტრავმისგან აღდგენის პროცესზე ისაუბრა წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის (GCRT) კლინიკური პრაქტიკის მაგალითზე.
მომხსენებელმა წარმოაჩინა, რომ ტრავმისგან აღდგენა მრავალგანზომილებიანი პროცესია და ვერ შემოიფარგლება ერთი ტიპის ან იზოლირებული ჩარევით. იგი საჭიროებს კოორდინირებულ, მულტიდისციპლინურ მხარდაჭერას, რომლის მნიშვნელოვანი საფუძველია ფსიქოლოგიური უსაფრთხოების აღდგენა და პიროვნული რესურსების გაძლიერება.
დისკუსიის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა ტრავმული მეხსიერების დამუშავებასა და ინტეგრაციაზე, თვითრეგულაციის უნარების განვითარებაზე, თვითთანაგრძნობასა და საზოგადოებაში რეინტეგრაციაზე. ამასთან, განსაკუთრებულად აღინიშნა მხარდაჭერის ისეთი სისტემის აუცილებლობა, რომელიც თავიდან აიცილებს დაზარალებულის მეორად ვიქტიმიზაციას.
რეგიონული მხარდაჭერის სერვისები და ადგილობრივი გამოწვევები
ასოციაცია "მერკურის“ წარმომადგენელმა ნანა თოდუამ სამეგრელო -ზემო სვანეთის რეგიონში ორგანიზაციის თითქმის 20-წლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით განიხილა ძალადობის გამოცდილების მქონე ქალების საჭიროებები და რეგიონული მხარდაჭერის სერვისების მნიშვნელობა.
მისი მოხსენების მიხედვით, სოფლად მცხოვრები ქალებისთვის დახმარების მიღებას ხშირად ართულებს სოციალური, ეკონომიკური და გეოგრაფიული ბარიერები. პრობლემებს შორისაა ქალთა უფლებებისა და არსებული სერვისების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა, დახმარების მიღების ფინანსური და ფიზიკური ხელმისაწვდომობა, ეკონომიკური დამოკიდებულება და სოციალური თუ ფსიქოლოგიური ბარიერები.
მომხსენებელმა ასევე გამოყო ოჯახში ძალადობასა და ქალთა შრომით მიგრაციას შორის შესაძლო კავშირის დამატებით შესწავლის საჭიროება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონული სერვისების უწყვეტობას, ფსიქოლოგიურ და პოსტტრავმულ მხარდაჭერასა და ადგილობრივ დონეზე უსაფრთხო, კონფიდენციალური სივრცეების არსებობას, სადაც ქალებს ძალადობაზე საუბარი და დახმარების მიღება შეეძლებათ.
მართლმსაჯულებაზე წვდომა და სამართლებრივი მხარდაჭერა
ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის კომიტეტის თავმჯდომარემ და იურიდიული კომპანია "ელისო რუხაძე და პარტნიორების“ დამფუძნებელმა ელისო რუხაძემ რეგიონებში მცხოვრები ქალებისთვის მართლმსაჯულებაზე წვდომის სამართლებრივ და საზოგადოებრივ ბარიერებზე ისაუბრა.

მოხსენებაში ყურადღება გამახვილდა სამართლებრივი ინფორმაციის ნაკლებობაზე, ადვოკატისა და უფასო იურიდიული დახმარების შეზღუდულ ხელმისაწვდომობაზე და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა არასენსიტიურ დამოკიდებულებაზე. ამ გამოწვევებს კიდევ უფრო ამძიმებს საზოგადოებაში დამკვიდრებული გენდერული სტერეოტიპები, ძალადობის მიმართ გულგრილობა და მსხვერპლთა დადანაშაულების პრაქტიკა, რაც ქალებს დახმარების მოთხოვნისგან თავის შეკავებისკენ უბიძგებს.
მომხსენებელმა ხაზი გაუსვა სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების, უფასო იურიდიული და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის გაძლიერებისა და გენდერულად სენსიტიური, მსხვერპლზე ორიენტირებული მართლმსაჯულების მნიშვნელობას.ძალადობა, დისკრიმინაცია და მართლმსაჯულებაზე წვდომა - უსაფრთხოება, ღირსება და თანასწორობა სოფლად მცხოვრები ქალებისთვის
საქართველოს ქალთა II კონგრესის ფარგლებში გამართულ სპეციალურ პლენარულ სესიაზე „ძალადობა, დისკრიმინაცია და მართლმსაჯულებაზე წვდომა“ მონაწილეებმა განიხილეს სოფლად მცხოვრები ქალების წინაშე არსებული გამოწვევები ძალადობის პრევენციის, უსაფრთხოების, მხარდაჭერის სერვისებზე ხელმისაწვდომობისა და მართლმსაჯულების მიმართულებით.
დისკუსიის მთავარი აქცენტი გაკეთდა იმაზე, რომ ძალადობისგან თავის დაღწევა ქალის გაძლიერების მხოლოდ პირველი ეტაპია. უსაფრთხო გარემოს შექმნასთან ერთად აუცილებელია ისეთი პირობების უზრუნველყოფა, რომლებიც ქალს დამოუკიდებელი ცხოვრების აღდგენის, ეკონომიკური გაძლიერებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვანი მონაწილეობის შესაძლებლობას მისცემს. ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რეგიონებში არსებული სოციალური, ეკონომიკური, გეოგრაფიული და ინფორმაციული ბარიერების შემცირებას.
სესიას მოდერაციას უწევდა ირინა ჯაფარიძე, გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) პროგრამის მენეჯერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის მიმართულებით. მომხსენებლები იყვნენ ქეთევან ზოიძე, მარიამ დალაქიშვილი, მაია ცირამუა, ნანა თოდუა და ელისო რუხაძე.
ძალადობის პრევენცია და დამოუკიდებელი ცხოვრების აღდგენა
ქეთევან ზოიძემ ოჯახში ძალადობა პირად გამოცდილებასა და ძალადობის გამოცდილების მქონე სხვა ქალებზე დაკვირვების საფუძველზე განიხილა, როგორც არა მხოლოდ ინდივიდუალური, არამედ საზოგადოებრივი პრობლემა. მან ყურადღება გაამახვილა ძალადობის პრევენციაში განათლებისა და საზოგადოების პასუხისმგებლობის მნიშვნელობაზე.
მისი ხედვით, პრევენცია ადრეული ასაკიდან უნდა იწყებოდეს და მოიცავდეს თანასწორობის, უფლებების, პასუხისმგებლობისა და ჯანსაღი ქცევის მოდელების შესახებ ცოდნის გაძლიერებას. ამასთან, ოჯახი უნდა იყოს უსაფრთხოების, მხარდაჭერისა და თანასწორი პასუხისმგებლობის სივრცე.
მომხსენებელმა ასევე ხაზი გაუსვა ძალადობის გამოცდილების მქონე ქალების ფსიქოლოგიური და ეკონომიკური დამოუკიდებლობის აღდგენის აუცილებლობას. ამისთვის მნიშვნელოვანია პროფესიული შესაძლებლობების შექმნა, სარეაბილიტაციო და სოციალური პროგრამების გაძლიერება და ქალებისთვის დამოუკიდებელი ცხოვრების თავიდან დაწყების რეალური პირობების უზრუნველყოფა.
მარიამ დალაქიშვილმა, Speak Up!-ის დამფუძნებელმა, ძალადობრივი გარემოს დატოვების შემდეგ ქალების წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. პირად გამოცდილებაზე, მათ შორის შშმ ბავშვის მშობლის გამოცდილებაზე დაყრდნობით, მან წარმოაჩინა, რამდენად უკავშირდება ქალის დამოუკიდებლობა ზრუნვის პასუხისმგებლობებს, დასაქმებას, შემოსავლისა და საცხოვრებლის უზრუნველყოფას, განათლებასა და სოციალური კავშირების აღდგენას.
მოხსენებაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სერვისების რეალურ ხელმისაწვდომობას. მათი ფორმალური არსებობა ყოველთვის არ ნიშნავს, რომ ქალებსა და ოჯახებს მათი გამოყენება შეუძლიათ. ფინანსური, გეოგრაფიული, დროითი და ადმინისტრაციული ბარიერები განსაკუთრებით ართულებს დახმარების მიღებას რეგიონებში.
მარიამ დალაქიშვილმა ასევე ისაუბრა ქალთა თვითორგანიზებისა და ურთიერთმხარდაჭერის მნიშვნელობაზე. მისი ხედვით, ქალები მხოლოდ მხარდაჭერის მიმღებები არ უნდა იყვნენ - მათ აქტიური მონაწილეობა უნდა ჰქონდეთ იმ პროგრამებისა და გადაწყვეტილებების შემუშავებაში, რომლებიც მათ საჭიროებებს ეხება.
სექსუალური ძალადობის ტრავმა და ფსიქოსოციალური მხარდაჭერა
ფსიქოლოგმა მაია ცირამუამ სექსუალური ძალადობის ტრავმისგან აღდგენის პროცესზე ისაუბრა წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის (GCRT) კლინიკური პრაქტიკის მაგალითზე.
მომხსენებელმა წარმოაჩინა, რომ ტრავმისგან აღდგენა მრავალგანზომილებიანი პროცესია და ვერ შემოიფარგლება ერთი ტიპის ან იზოლირებული ჩარევით. იგი საჭიროებს კოორდინირებულ, მულტიდისციპლინურ მხარდაჭერას, რომლის მნიშვნელოვანი საფუძველია ფსიქოლოგიური უსაფრთხოების აღდგენა და პიროვნული რესურსების გაძლიერება.
დისკუსიის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა ტრავმული მეხსიერების დამუშავებასა და ინტეგრაციაზე, თვითრეგულაციის უნარების განვითარებაზე, თვითთანაგრძნობასა და საზოგადოებაში რეინტეგრაციაზე. ამასთან, განსაკუთრებულად აღინიშნა მხარდაჭერის ისეთი სისტემის აუცილებლობა, რომელიც თავიდან აიცილებს დაზარალებულის მეორად ვიქტიმიზაციას.
რეგიონული მხარდაჭერის სერვისები და ადგილობრივი გამოწვევები
ასოციაცია "მერკურის“ წარმომადგენელმა ნანა თოდუამ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ორგანიზაციის თითქმის 20-წლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით განიხილა ძალადობის გამოცდილების მქონე ქალების საჭიროებები და რეგიონული მხარდაჭერის სერვისების მნიშვნელობა.
მისი მოხსენების მიხედვით, სოფლად მცხოვრები ქალებისთვის დახმარების მიღებას ხშირად ართულებს სოციალური, ეკონომიკური და გეოგრაფიული ბარიერები. პრობლემებს შორისაა ქალთა უფლებებისა და არსებული სერვისების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა, დახმარების მიღების ფინანსური და ფიზიკური ხელმისაწვდომობა, ეკონომიკური დამოკიდებულება და სოციალური თუ ფსიქოლოგიური ბარიერები.
მომხსენებელმა ასევე გამოყო ოჯახში ძალადობასა და ქალთა შრომით მიგრაციას შორის შესაძლო კავშირის დამატებით შესწავლის საჭიროება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონული სერვისების უწყვეტობას, ფსიქოლოგიურ და პოსტტრავმულ მხარდაჭერასა და ადგილობრივ დონეზე უსაფრთხო, კონფიდენციალური სივრცეების არსებობას, სადაც ქალებს ძალადობაზე საუბარი და დახმარების მიღება შეეძლებათ.
მართლმსაჯულებაზე წვდომა და სამართლებრივი მხარდაჭერა
ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის კომიტეტის თავმჯდომარემ და იურიდიული კომპანია „ელისო რუხაძე და პარტნიორების“ დამფუძნებელმა ელისო რუხაძემ რეგიონებში მცხოვრები ქალებისთვის მართლმსაჯულებაზე წვდომის სამართლებრივ და საზოგადოებრივ ბარიერებზე ისაუბრა.
მოხსენებაში ყურადღება გამახვილდა სამართლებრივი ინფორმაციის ნაკლებობაზე, ადვოკატისა და უფასო იურიდიული დახმარების შეზღუდულ ხელმისაწვდომობაზე და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა არასენსიტიურ დამოკიდებულებაზე. ამ გამოწვევებს კიდევ უფრო ამძიმებს საზოგადოებაში დამკვიდრებული გენდერული სტერეოტიპები, ძალადობის მიმართ გულგრილობა და მსხვერპლთა დადანაშაულების პრაქტიკა, რაც ქალებს დახმარების მოთხოვნისგან თავის შეკავებისკენ უბიძგებს.
მომხსენებელმა ხაზი გაუსვა სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების, უფასო იურიდიული და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის გაძლიერებისა და გენდერულად სენსიტიური, მსხვერპლზე ორიენტირებული მართლმსაჯულების მნიშვნელობას.
We take great pride in announcing that WIC from Georgia has been bestowed with the esteemed CAREC PROGRAM Gender Award—CAREC GENDER CHAMPIONS 2023. Certainly, it is noteworthy that women's organizations from various countries around the world were nominated for this prestigious award
On July 26, 2019, representatives of the Women's Information Center organized a focus group in Kobuleti Municipality that included local leaders and women entrepreneurs who use / do not use the Women's Room Service.The purpose of the focus group was to evaluate the use of women's room services in the municipality for effective planning of further work.

















