ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!
სიახლეები
შეხვედრები "ერთი ფანჯრის პრინციპით"
2014-07-16 00:00:00

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ”ქალები თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისათვის” ფარგლებში, შიდა ქართლში რამდენიმე აქტივობა მოეწყო. მათ შორის ჩატარდა ტრენინგები, რომლებიც მიზნად ერთი ფანჯრის პრინციპის შეხვედრების მეთოდოლოგიით, შემთხვევების მომწოდებლებთან ამ შემთხვევების დოკუმენტაციის შესწავლას და შედეგების მონიტორინგს ეხებოდა. ტრენინგებს პროექტის გუნდთან ერთად, შიდა ქართლში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

მსგავს ფორმატში ორგანიზაციამ საკონსულტაციო შეხვედრებიც გამართა, რომელიც დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის პრობლემების განხილვასა და ადგილზე გადაწყვეტას ისახავდა მიზნად. ამ შეხვედრებს ადგილობრივი ხელისუფლების, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სხვა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ქალთა საინფორმაციო ცენტრი ერთი ფანჯრის პრინციპს 2010 წლიდან იყენებს. ის ორგანიზაციას დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული პირების პრობლემების მოგვარებაში ეხმარება.

2014 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში, გორსა და კონფლიქტისპირა სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობაში გამოიკვეთა ისეთი პრობლემები, როგორებიცაა უბინაობა, მარტოხელა დედებისთვის, სოციალური დახმარების მოხსნის პრობლემა, სასწრაფო ოპერაციების საჭიროება და შესაბამის უწყებებთან მიმართვიანობის პრობლემა. ამასთან, საზღვრისპირა სოფლებს (ფლავი, არბო, ქორდა), შეზღუდულად მიეწოდება წყალი, აქვთ გამრიცხველიანების პრობლემა, ეს ყველაფერი კი დამატებით სირთულეებს უქმნით.

 სოფელ ქორდში გამოიკვეთა საბავშვო ბაღის საჭიროება. ცენტრი, სადაც ბავშვები იმყოფებიან არ ატარებს შესაბამის სტატუსს და საჭიროებს სასწრაფო რეაბილიტაციას. მისი რეკონსტრუქციისა და სტატუსის მინიჭების შემთხვევაში, სოფელ არბოს მოსახლეობაც ისარგებლებს.

ყველა ზემოთჩამოთვლილ შემთხვევაზე, „ქალთა საინფორმაციო ცენტრი“, აქტიურად მუშაობს და ადვოკატირების პროცესი „ერთი ფანჯრის პრინციპით“ ხორციელდება.

ორგანიზაციას, მიმდინარე წელს გადაჭრილი პრობლემის შესახებაც აქვს მონაცემი. სამეგრელოში, სოფელ კოკში მცხოვრებმ მარინა ბუკიას ჰყავს შრომისუუნარო მეუღლე და სამი მცირეწლოვნი ბავშვი, ცხოვრობდა ავარიულ სახლში, რომლის სახურავიც დაზიანებული იყო, წყალი ჩამოდიოდა და ბავშვები ხშირად ცივდებოდნენ. ადვოკატირების შედეგად, DCR-მ  ოჯახს დაუფინანსა კოტეჯის მშენებლობა, რის შედეგადაც, ოჯახს თავშესაფრის პრობლემა მოეხსნება.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გაფართოებული შეხვედრა - „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ კვლევების პრეზენტაცია /კარგი პრაქტიკების გაზიარება“- გაიმართა

Right Banner