ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!
სიახლეები
ბიბლიოთეკა ქვემო ხალაწანში
2014-07-16 00:00:00

პანკისის ხეობის სოფელ ქვემო ხალაწანში, „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ ორგანიზებითა და საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით, ბიბლიოთეკა გაიხსნა. ღონისძიება პროექტ „გენდერულად სენსიტიური ინფორმაცია გენდერული თანასწორობისათვის საქართველოში“ ფარგლებში ჩატარდა.

ბიბლიოთეკის გახსნის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც „ქალთა საინფორმაციო ცენტრმა“, პანკისის ხეობაში მცხოვრებ ქალებთან გამართული ერთ–ერთი საკონსულტაციო შეხვედრისას, ბიბლიოთეკის არსებობის საჭიროება გამოკვეთა. პანკისელმა ქალებმა აღნიშნეს, რომ ბიბლიოთეკით სარგებლობისათვის, ადგილობრივებს მეზობელ სოფლებში წასვლა ხშირად უხდებოდათ, განათლების, ცნობიერების ამაღლებისა და ინფორმირებულობისათვის კი სოფელში მისი არსებობა აუცილებელი იყო.

„ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ შუამდგომლობით, სოფელ ქვემო ხალაწნის გამგეობის შენობაში, გამოიყო, გარემონტდა და აღიჭურვა შესაბამისი ფართი. ორგანიზაცია ეროვნულ  ბიბლიოთეკასაც დაუკავშირდა, რომელმაც სოფელს საჩუქრად ხუთასამდე წიგნი გადასცა.

ბიბლიოთეკის გახსნის პროცესს, ადგილობრივი ხელისუფლებიდან ესწრებოდნენ. მათ შორის იყო რწმუნებული და ადგილობრივი თვითმმართველობის მრჩეველი გენდერის საკითხებში. როგორც რწმუნებულმა განაცხადა, უახლოეს მომავალში, სოფლის თვითმმართველობა, ბიბლიოთეკის კომპიუტერიზაციასა და ინტერნეტიზაციაზეც დაიწყებს  მუშაობს, რის შედეგადაც ხალაწნის მაცხოვრებლებს, ინფორმაციის მიღების საშუალება ვებ–გვერდების დახმარებითაც შეეძლებათ.

„ქალთა საინფორმაციო ცენტრი“, ბიბლიოთეკის ბაზის გასამდიდრებლად, სხვადასხვა გამომცემლობებთანაც აპირებს მუშაობის დაწყებას.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გაფართოებული შეხვედრა - „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ კვლევების პრეზენტაცია /კარგი პრაქტიკების გაზიარება“- გაიმართა

Right Banner