„ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ მიერ, პანკისის ხეობაში ჩატარებული იურიდიული კონსულტაციებისას, ბიბლითეკის გარდა, ადგილობრივი ქალების მიერ, ერთ-ერთ მთავარ პრობლემურ საკითხად, სოფელ ხალაწანში ამბულატორიის არარსებობა დასახელდა. „ქალთა საინფორმაციო ცენტრმა“, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ასევე, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროსა და ახმეტის მუნიციპალიტეტს, ფაქტისა და მოთხოვნის შესახებ, წერილობით მიმართა. სამინისტროების განცხადებით, ამბულატორია ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობიანოში შენდება, ადგილი ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ იქნა შერჩეული და რამდენიმე სოფელს მოემსახურება.
„ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ მიერ გაწეული ადვოკატირების შედეგად, ხალაწნისათვის გამოიყო ერთი ექიმი. ამჟამად, ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან, ექიმისათვის გამოყოფილი სივრცის გარემონტების საკითხი აქტიურად განიხილება. მოლაპარაკებები მიმდინარეობს გამგებლის მოვალეობის შემსრულებელ, კახაბერ დოლიძესთან.
აქტვობა ევროკავშირისა და Kvinna till Kvinna-ს პროექტების, „თემთა მობილიზება საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული ღონისძიებების გზით, ქალთა წინააღმდეგ მიმართული ძალადობის პრევენციისა და აღმოფხვრისათვის“ და“გენდერულად სენსიტიური ინფორმაცია გენდერული თანასწორობისათვის საქართველოში“ ფარგლებში შედგა.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.
ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გაფართოებული შეხვედრა - „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ კვლევების პრეზენტაცია /კარგი პრაქტიკების გაზიარება“- გაიმართა