29 ივლისს, გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, კოალიცია „ქალთა პოლიტიკური ჩართულობისათვის“ წევრებისათვის, ბლოგის შექმნის თემაზე, ვორქშოფი გაიმართა.
ვორქშოფს „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ პროექტის კოორდინატორი, ორგანიზაციის კომუნიკაციის სპეციალისტი და ჟურნალისტი უძღვებოდნენ.
ვორქშოფის დროს კოალიციის წევრ ქალებს მიეწოდათ ინფორმაცია, ბლოგის შექმნის ტექნიკურ და შინაარსობრივ მხარეებზე. შეხვედრის დასრულების შემდეგ გადაწყდა, რომ ისინი მოამზადებენ პოსტებს კონფლიქტისპირა რეგიონებიდან.
ღონისძება „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ მიერ, დიდი ბრიტანეთის საქველმოქმედო ორგანიზაცია „ოქსფამის“ პროექტ, „გენდერული სამართლიანობა ქალთა პოლიტიკური გაძლიერების გზით“ ფარგლებში შედგა.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.
ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გაფართოებული შეხვედრა - „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ კვლევების პრეზენტაცია /კარგი პრაქტიკების გაზიარება“- გაიმართა