ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!
სიახლეები
დუისელ ქალებს შორის შეჯიბრი შაშსა და ნარდში
2014-08-03 00:00:00

30 ივლისს, პანკისის ხეობაში მდებარე სოფე დუისში, შაშსა და ნარდში ადგილობრივ ქალებს შორის შეჯიბრი გაიმართა მისი ჩატარება პროექტ "თემთა მობილიზება საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული ღონისძიებების გზით, ქალთა წინააღმდეგ მიმართული ძალადობის პრევენციისა და აღმოფხვრისათვის" ფარგლებში იყო დაგეგმილი.

შეჯიბრის ყველაზე პატარა მონაწილე, 18 წლის ჟანა დადაევა იყო, რომელიც მეთორმეტე კლასის მოსწავლეა. აღსანიშნავია, რომ მან "ქალთა საინფორმაციო ცენტრის" მიერ, ამავე პროექტის ფარგლებში გამართულ, მაგიდის ჩოგბურთშიც მიიღო მონაწილეობა. შაშში გამარჯვება სვეტლანა ბორჩაშვილმა მოიპოვა. გამარჯვებულებს მედლები და, სიმბოლურად, ნარდი გადაეცათ.

შეჯიბრის პარალელურად გაიმართა შეხვედრა ახმეტის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს, "ქალთა საინფორმაციო ცენტრსა" და კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის წარმომადგენლებს შორის. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს არასამთავრობოებმა ის პრობლემებისა და თემების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, რომელიც ადგილზე დგას და მათი გადაჭრისათვის აქტიური ღონისძიებების გატარება ითხოვეს. როგორც ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა, საკითხების მოსაგვარებლად მათ ხელთ არსებული ყველა ბერკეტი იქნება გამოყენებული.

სპორტული შეჯიბრის შემდეგ, ადგილობრივი ქალთა და ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების მიერ, კონცერტი გაიმართა.

პროექტი "თემთა მობილიზება საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული ღონისძიებების გზით, ქალთა წინააღმდეგ მიმართული ძალადობის პრევენციისა და აღმოფხვრისათვის", ევროკავშირის მხარდაჭერით, "ქალთა საინფორმაციო ცენტრის" მიერ, კახეთის რეგიონული განვითარების ფონდთან თანამშრომლობით ხორციელდება. მისი მიზანია, პანკისის ხეობის მოსახლეობის, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების და ლტოლვილების ცნობიერების ამაღლება ქალთა წინააღმდეგ მიმართულ ძალადობასთან დაკავშირებული პრობლემატიკის შესახებ.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გაფართოებული შეხვედრა - „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ კვლევების პრეზენტაცია /კარგი პრაქტიკების გაზიარება“- გაიმართა

Right Banner