სამცხე-ჯავახეთში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხიჯვარში, "ქალთა საინფორმაციო ცენტრის" დირექტორი, ელენე რუსეცკაია, თვითდახმარების ჯგუფის წევრებს, ჟენევაში, CEDAW კომიტეტზე განსახილველი საკითხებისა და საქართველოს მიმართ, კომიტეტის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესახებ ესაუბრა. შეხვედრა USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტის, "ქალები, როგორც აქტორები ცვლილებებისა და გაძლიერებისათვის" ფარგლებში გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი შეხვედრები, ერთდღიანი სატრენინგო ციკლის ფარგლებში, ქალთა უფლებების საკითხს მოიცავს და ის პროექტის ფარგლებში, ყველა სამიზნე რეგიონში გაიმართება. ტრენინგების ორგანიზებას ფონდი "ტასო" ახორციელებს.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.
ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გაფართოებული შეხვედრა - „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ კვლევების პრეზენტაცია /კარგი პრაქტიკების გაზიარება“- გაიმართა