ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!
სიახლეები
"ერთი ფანჯრის პრინციპით" - ზუგდიდი
2014-08-20 00:00:00

19 აგვისტოს,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, ქალთა საინფორმაციო ცენტრმა გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად პროექტის ,, ქალები თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისათვის“ ფარგლებში ,,ერთი ფანჯრის” პრინციპის საკონსულტაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრა მიზნად ისახავდა ზუგდიდის რაიონში მცხოვრები დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის პრობლემების განხილვასა და ადგილზე გადაწყვეტას.

შეხვედრას ესწრებოდნენ გაეროს ქალთა ორგანიზაციის, ქალთა საინფორმაციო ცენტრის, ადგილობრივი თვითმმართველობის, სოციალური მომსახურების სააგენტოს, აფხაზეთის მთავრობის და სხვა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები.

შეხვედრაზე განიხილეს 10 შემთხვევა, რომელსაც თავად ბენეფიციარები წარმოადგენდნენ. დამსწრე სტრუქტურების წარმომადგენლების მიერ ადგილზე მოიძებნა პრობლემის გადაჭრის გზები.

პროექტი „ქალები თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისათვის საქართველოში“ ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ქალთა საინფორმაციო ცენტრთან და ფონდ ტასოსთან პარტიორობით, ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით. პროექტის მიზანია იძულებით გადაადგილებული, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული და ეროვნული უმცირესობების ქალთა ჯგუფების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მთავრობის მხარდაჭერა და მათი შესაძლებლობების გაძლიერება, საქართველოში გენდერული თანასწორობის და ქალთა უფლებების დაცვის მიზნით.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გაფართოებული შეხვედრა - „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ კვლევების პრეზენტაცია /კარგი პრაქტიკების გაზიარება“- გაიმართა

Right Banner