ქალთა საინფორმაციო ცენტრი აგრძელებს საკონსულტაციო შეხვედრებს მიზნობრივ ჯგუფებთან, "ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ გაეროს უშიშროების რეზოლუციების 2016–2017 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგის მიზნით.
გერმანიაში დასრულდა საინფორმაციო ვიზიტი „გენდერული თანასწორობის საკითხები მუნიციპალურ დონეზე“. სასწავლო ვიზიტის მიზანი იყო გერმანული გამოცდილების გაცნობა გენდერული თანასწორობის პოლიტიკის ფორმირებისა და გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმების ფუნქციონირების მიმართულებით.
26 ივნის, ქ.თბილისში გაეროს ქალთა ორგანიზაციის ეგიდით შეხვედრა გაიმართა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და პრემიერ მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძესთან.
საქართველოს ლატარიის კომპანიამ და არასამთავრობო ორგანიზაცია ქალთა საინფორმაციო ცენტრმა 1 თვიან სოციალურ კამპანიის მეორე ეტაპი წამოიწყო სახელწოდებით „ასე უფრო მარტივია“. კამპანიის მიზანი იყო სოფლად მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრვალშვილიანი და მძიმე პირობებში მცხოვრები ოჯახების დახმარება საყოფაცხოვრებო ტექნიკითა და პროდუქტებით.
არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან შემდგარმა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფმა (Task Force) საქართველოს პარლამენტში კანონპროექტი შეიტანა, რომელსაც ხელს აწერს საქართველოს მასშტაბით 37 455 ამომრჩეველი. ის გულისხმობს 2 ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანას და დროებითი ზომების მიღებას ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გასაზრდელად.
არასამთავრობო ორგანიზაცია ქალთა საინფორმაციო ცენტრმა და საქართველოს ლატარიის კომპანიამ დაასრულა სოციალური კამპანიის #ასეუფრომარტივია მეორე ეტაპი, რომლის ფარგლებშიც 12 ოჯახს მათთვის საგანგებოდ შერჩეული სასაჩუქრე გზავნილები გადაეცა. შემაჯამებელი შეხვედრა 16 ივნისს ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრ CTC-ში გაიმართა.