ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!
სიახლეები

"ქალთა საინფორმაციო ცენტრმა" პანკისელ ახალგაზრდებთან, რეგიონული და ცენტრალური მედიის წარმომადგენლებთან ერთად, ხეობაში არსებულ პრობლემებზე, მათ გაშუქებასა და საინფორმაციო საშუალებებამდე ინფორმაციის მიტანის სპეციფიკაზე ისაუბრა. ტრენინგი ორი დღის მანძილზე გრძელდებოდა.

თბილისში, სასტუმრო "Holiday Inn" -ში პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭომ გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ტექნიკური მხარგდაჭერით ეროვნული საკოორდინაციო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გამართა.

19-21 დეკემბერს ქალტა საინფორმაციო ცენტრმა ,,ერთი ფანჯრის პრინციპის შემაჯამებელი შეხვედრა“ ჩაატარა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ხუთი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები გორიდან, ზუგდიდიდან , საჩხერიდან, თეთრიწყაროდან და მარნეულიდან.

15 იანვარს შედგა ქალთა და გენდერულ თემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან. შეხვედრას ესწრებოდნენ დიპლომატები, დეპუტატები, მთავრობისა და საზოგადოების წარმოამდგენლები , ღონისძიებას ასევე დაესწრო სახალხო დამცველი.

როგორია ქალთა სოციალური მდგომარეობა საქართველოში; რა შესაძლებლობები აქვთ ქალებს დასაქმების კუთხით და, რა ეკონომიკური გამოწვევების წინაშე დგანან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ქალები? ამ კითხვებს პასუხი ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის „ქალები, როგორც აქტორები ცვლილებებისა და გაძლიერებისათვის“ ფარგლებში საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებმა გასცა.

9 დეკემბერს საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობაში "ერთი ფანჯრის პრინციპით შეხვედრა" გაიმართა. საკონსულტაციო შეხვედრა ქალთა საინფორმაციო ცენტრმა გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად პროექტის "ქალები , თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისათვის " ფარგლებში ჩაატარა. შეხვდერა მიზნად ისახავდა საჩხერის რაიონში, სოფელ პერევში მცხოვრები მოსახლეობის პრობლემების განხილვას.

27-29 ნოემბერს საჩხერეში სასტუმრო “მედიჰაუსში” ქალთა საინფორმაციო ცენტრმა და გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ერთობლივად გენდერული თანასწორობის შესახებ ტრენინგი ჩაატარა, ტრენინგში მონაწილეობდნენ საჩხერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა.

12 დეკემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის მხარდაჭერით, ეროვნული თავდაცვის აკადემიის მმართველი რგოლის წარმომადგენლებისთვის, როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო პირებისთვის, ჩატარდა სწავლება გენდერული თანასწორობის პრინციპებზე.

  54 55 56 57 58 59 60  

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გაფართოებული შეხვედრა - „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ კვლევების პრეზენტაცია /კარგი პრაქტიკების გაზიარება“- გაიმართა

Right Banner