ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!

როგორ ინახება და გადაეცემა ქალთა გამოცდილება კულტურულ მემკვიდრეობაში, ხელოვნებაში, ენასა და კინოში? რა მნიშვნელობა აქვს ქალთა ისტორიების წარმოჩენას კულტურული მეხსიერებისა და თანასწორი გარემოს შექმნისთვის? ამ საკითხებს დაეთმო საქართველოს ქალთა II კონგრესის სესია

საქართველოს ქალთა II კონგრესის ფარგლებში გამართულ სპეციალურ პლენარულ სესიაზე "ძალადობა, დისკრიმინაცია და მართლმსაჯულებაზე წვდომა“ მონაწილეებმა განიხილეს სოფლად მცხოვრები ქალების წინაშე არსებული გამოწვევები

როგორ ქმნის ციფრული ტექნოლოგიები ქალებისთვის ახალ შესაძლებლობებს და რა გამოწვევებს აჩენს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის თვალსაზრისით? ამ საკითხებს დაეთმო საქართველოს ქალთა II კონგრესის მეხუთე პანელი

როგორ შეუძლიათ ქალებს, ადგილობრივ თემებში ლიდერობის, თანამშრომლობისა და სამოქალაქო აქტივიზმის გზით, მშვიდობის მშენებლობასა და ადგილობრივი სტაბილურობის გაძლიერებაში წვლილის შეტანა? ამ საკითხებს დაეთმო საქართველოს ქალთა II კონგრესის მეოთხე პანელი - "ქალები, მშვიდობა, წყლის დიპლომატია და ძლიერი თემი“.

რა ბარიერებს აწყდებიან სოფლად მცხოვრები ქალები, როდესაც რეპროდუქციული ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და სოციალური დაცვის სერვისებით სარგებლობა სჭირდებათ?

რა სჭირდება სოფლად მცხოვრებ ქალს, რომ საკუთარი იდეა რეალურ ეკონომიკურ შესაძლებლობად აქციოს, განავითაროს ბიზნესი და ფინანსური დამოუკიდებლობა მოიპოვოს? ამ საკითხებს დაეთმო საქართველოს ქალთა II კონგრესის მეორე პანელი

15 ოქტომბერს, სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღეს, საქართველოს ქალთა II კონგრესი გაიმართა. წლევანდელი კონგრესი სოფლად მცხოვრები ქალების ხმას, ლიდერობასა და ინკლუზიურ განვითარებას მიეძღვნა და 300-მდე მონაწილეს აერთიანებდა

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.