პოსტერი "არ გაჩუმდეთ, ცვლილება მოქმედებაშია - სიძლიერე კი ქალებში" მთელი სიმძაფრით აღწერს ძალადობის მსხვერპლი ქალების მდგომარეობას.
ქალებო! იარეთ ამაყად, იარეთ გამარჯვებისკენ! იარეთ მომავლისკენ! - თქვენ ამას ნამდვილად იმსახურებთ.
გრაფიკული ნამუშევარი, "ახლა შენი სვლაა" - ბლოგების, ვლოგების, ფოტოამბებისა და პოსტერების კონკურსის ნოემბრის თვის ერთ-ერთი გამარჯვებული.
ეს უთბილესი და უნიჭიერესი ქალბატონი, ბაბო დანელიაა, - აფხაზეთიდან დევნილი, პროფესიით ისტორიკოსი. ახლა მხოლოდ სიზმრებში თუ ხედავს ენგურს გაღმა იძულებით დატოვებულ სახლ-კარს.
ბედნიერი ქალია. იმედად და სიხარულად, კარგად აღზრდილ შვილებსა და შვილიშვილებს შეჰხარის.
ბებოს ძალიან უყვარს მზე, ყვავილები, გაზაფხული, ბაბუაწვერა და წიგნები. თბილი, დაკოჟრილი ხელებით და ახალგაზრდული შემართებით ელოლიავება ირგვლივ ყველაფერს... თავისუფალ დროს კითხულობს და კითხულობს სათვალის გარეშე.
ქალთა დღეს დაბადებული, ყოველ გაზაფხულს თესავს ყვავილებს, შეჰხარის ყოველი წლის მატებას და ირგვლივ სიმშვიდეს, სითბოსა და სიყვარულს აფრქვევს.
ეს პროექტი ჭიათურელ ქალებზეა. პროტესტი შუქრუთელებმა დაიწყეს 2019 წელს და მოითხოვდნენ “ჯორჯიან მანგანეზისგან” დაზიანებული სახლებისთვის ზიანის ანაზღაურებას.
სოფელში ცხოვრება ადვილი არ არის. ძნელია მარტოხელა ქალისთვის მეურნეობის გაძღოლა, მით უმეტეს, თუ ოჯახი დიდია. გაიანე მარიქიანს მწირი შემოსავალი მის ხარჯებსაც კი ვერ ფარავს.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.
ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, პროექტის “შერჩეულ მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მეინსტრიმინგი და ხელშეწყობა“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა
