GEO | ENG

Women can, Women act,
Women change!

Contact us

Our work

WIC News

Publications

Team

Partners and Networks

About Us

Administration

WIC Team

Our friends

Gender Information Network of South Caucasus

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Administration

ელენე რუსეცკაია

ელენე რუსეცკი საქართველოში ქალთა უფლებებისა და გენდერული საკითხების კუთხით, მრავალი პროექტის იდეის ავტორია.

 მისი ინიციატივით შეიქმნა გენდერული საინფორმაციო პორტალი, რომელიც 11 წელია ფუნქციონირებს და ხელს უწყობს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში გენდერული საკითხების პოპულარიზაციასა და საზოგადოების ინფორმირებულობას.

ელენე რუსეცკი საქართველოში გენდერული პოლიტიკის ფორმირების პროცესში აქტიურადაა ჩართული. მონაწილეობს სხვადასხვა პროცესებში, მათ შორის გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმების დახვეწაში როგორც ცენტრალურ, ასევე, ადგილობრივ დონეზე.

ის არის „ქალთა გლობალური ფონდის“ მრჩეველი საქართველოდან, ასევე მრჩეველი „ქალთა ფონდის საქართველოში“. არის GEF Small Grants Programm-ის საბჭოს წევრი. ასევე, საერთაშორისო ქსელის - ქალები ძალადობის წინააღმდეგ ევროპაში (WAVE) წევრი, The Network of East-West Woman (NEWW) ქსელის საბჭოს წევრი, ექსპერტთა ჯგუფის წევრი "Forming of the Gender Politics of Georgia".  2014 წლიდან იგი  ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების სათათბირო ხმის უფლებით აირჩიეს  საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის საკოორდინაციო უწყებათაშორისი საბჭოს წევრად, რაც უფლებამოსილებას ანიჭებს მას პოლიტიკის განხორციელების დონეზე ლობირება გაუწიოს გენდერულ საკითხებს ქალთა ორგანიზაციები სახელით. ასევე იგი იყო გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კომისიის წევრი. რუსეცკი არის მრავალი კვლევისა და ნაშრომის ავტორი. მუშაობდა ისეთ თემებზე, როგორებიცაა "ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება", "ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა," "ეროვნული ვალდებულებების მონიტორინგი" და სხვა.

 მისი ავტორობითაა გამოცემული ისეთი ნაშრომები, როგორებიცაა „გენდერული შეფასება საქართველოში“ (2012 წ) - World vision-ის მხარდაჭერით,  "პოლიტიკურ პარტიებში ქალთა მონაწილეობის ღონისძიებების ხელშეწყობის" ცნობარი, რომელიც OSCE / ODIHR -ის პროექტის, "ქალები პოლიტიკურ პარტიებში" ფარგლებში განხორციელდა, ასევე მეპინგის კვლევა საქართველოში რეგიონთაშორისი პროგრამის, "ქალთა კავშირები კონფლიქტებში" ფარგლებში, ანგარიშვალდებულებების შექმნა გაეროს უშიშროების საბჭოს 1325, 1820, 1888, 1889 რეზოლუციების განხორციელებისათვის (UN Woman-ის მხარდაჭერით, 2011-2012 წ) და სხვა.

 სხვადასხვა დროს იყო ისეთი ორგანიზაციების ექსპერტი, როგორებიცაა  OSCE/ODIHR, Worls Vision, EU, UN Woman და სხვა.

 

2013-12-05

Previous Page 

Our work   I    WIC News   I    Publications   I    Team   I    Partners and Networks    I    Contact us

© Copyright WIC 2022. All right reserved.

Using materials of the site the reference on www.wicge.org with the indication of the author is obligatory

Webmaster