ნდობის აღდგენის ხელშეწყობა გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობაში
აღნიშნულ პროექტს განახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ქალთა საინფორმაციო ცენტრი’’, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად.
პროექტის მიზანი:
პროექტის საერთო მიზანი (overall objective ) არის უფრო დინამიური სამშვიდობო მიდგომის შემუშავება, რათა ეს პროცესი გახდეს უფრო მონაწილეობითი, რაც მოიცავს სამოქალაქო საზოგადოების, იძულებით გადაადგილებულ პირთა , კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ჩართვას , ძირითადი აქცენტით ქალებსა და გოგონებზე.
პროეტის კონკრეტული მიზანი (specific objective/outcome ) არის გაძლიერებული ერთობლივი მუშაობა და ნდობის განმტკიცება საზოგადოებაში , რომლებიც გამყოფი ხაზის მიმდებარედ ცხოვრობენ.
პროექტის მოსალოდნელი შედეგები:
•გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებების და პრიორიტეტების განსაზღვრა;
•სამშვიდობო მოლაპარაკებებში მოსახლეობის საჭიროებები და პრიორიტეტები გათვალიწინებული იქნება და თვითონ მოსახლეობის მონაწილეობა გაიზრდება სამშვიდობო პროცესებში;
•სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი მუშაობის სტიმულირება, რათა გაიზარდოს ინფორმირებულობა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მონაწილეობაზე მშვიდობიან მოლაპარაკებებში. |