ჩვენი მისია
ქალთა საინფორმაციაო ცენტრის მისია
2022-10-30 11:45:11

ქალთა საინფორმაციო ცენტრის მისიაა ხელი შეუწყოს ქალთა გაძლიერებასა და კეთილდღეობას საქართველოში, რაც სრულდება მათი და ახალგაზრდების განათლების, ინფორმირებულობისა და შესაძლებლობების მხარდაჭერით.

მთავარი იდეა, რომელიც ერთიანდება სლოგანში - "ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან” და ეს არ არის მხოლოდ მოწოდება, არამედ ყოველდღიური მუშაობის პრინციპი, რომელიც აერთიანებს ქალებს სოლიდარობისა და ცვლილებების გარშემო.

ორი ათწლეულის განმავლობაში, ქალთა საინფორმაციო ცენტრი რჩება პლატფორმად, სადაც ქალთა გამოცდილება, ხმა და მოქმედება გარდაიქმნება ერთიან ენერგიან - ცვლილების სიმბოლოდ თანამედროვე საზოგადოებაში. 

ქალთა საინფორმაციო ცენტრი საქმიანობაში ეფუძნება თანასწორობის, ადამიანის, ქალებისა და გოგოების უფლებების დაცვისა და სოციალური სამართლიანობის პრინციპებს. ორგანიზაცია ისწრაფვის ქალთა გაძლიერებისკენ მათი განათლების, ლიდერობის განვითარების და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობის ხელშეწყობის გზით. 

განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მშვიდობის მშენებლობას, ქალთა როლის გაძლიერებას უსაფრთხოების საკითხებში და ქალთა მიმართ ან და ოჯახში ძალადობის პრევენციას. 

ქალთა საინფორმაციო ცენტრი მხარს უჭერს რეგიონებში ქალთა ქსელების განვითარებას, თანამშრომლობას და სოლიდარობას, ასევე, ხელს უწყობს  ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას.

ორგანიზაციის მუშაობა ეფუძნება თანამშრომლობას, ინკლუზიურობას და პასუხისმგებლობას, როგორც ადგილობრივ, ისე ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე.

სლოგანი "ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან” ასახავს ორგანიზაციის რწმენას, რომ ქალები არიან ცვლილებების მამოძრავებელი ძალა.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით,  პროექტის “შერჩეულ მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მეინსტრიმინგი და ხელშეწყობა“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

Right Banner