პროექტის მიზანია, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრების ცნობიერების ამაღლება სამოქმედო გეგმის ეფექტურად შესასრულებლად, გენდერული თანასწორობის, ქალთა უფლებების, ეროვნული და საერთაშორისო ვალდებულებების, გენდერული ბიუჯეტირებისა და სტატისტიკის საკითხებზე.
ქალი პოლიტიკოსების გაძლიერება და გენდერულად მნიშვნელოვანი საკითხები, კახეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში, ,მიზნად ისახავს ქალთა გაძლიერებასა და მათ აღჭურვას ისეთი ცოდნით, რომლითაც შეძლებენ ცვლილებების განხორციელებას მათ თემებში და მათი შესაძლებლობების გაძლიერებას ტრენინგების მეშვეობით.
„ადგილობრივი მთავრობის დონეზე გენდერული პოლიტიკის გაძლიერება“, UNDP-ის მიერ მხარდაჭერილი ცხრა თვიანი პროექტია. პროექტის შედეგი ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე სახელმწიფო გენდერული თანასწორობის პოლიტიკის ლოკალიზაციის ხელშეწყობაა.
მცირე მაშტაბის კამპანია ცნობიერების ამაღლებისთვის ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახური ძალადობის საკითხებზე გურიაში, ფუნქციური სათაურით: ქალთა გაძლიერება ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის ხელშეწყობის გზით განხორციელდა ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ UN Women–ის მხარდაჭერით. პროექტის აქტივობები ჩატარდა გურიის სამივე მუნიციპალიტეტში.
იმისათვის რომ საზოგადოებას მიეწოდოს ინფორმაცია, განსაკუთრებით ქალებს და ახალგაზრდებს და ამაღლდეს ცნობიერება ქალთა უფლებებში და გენდერული თანასწორობის საკითხებში – ქალთა საინფორმაციო ცენტრმა, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ჩაატარა ტრენინგი ქალთა უფლებების და ოჯახური ძალადობის შესახებ, 15 სათემო ცენტრში.