ქალთა საინფორმაციო ცენტრმა, 2021 წლის ივნისიდან 2023 წლის მაისის ჩათვლით, გურიისა და ქვემო ქართლის რეგიონებში ჩაატარა ტრენინგების ციკლი ,,იყავი მის ადგილას’’.

პროექტი ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის - იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობის“, ქალთა ფონდი „სოხუმისა” და „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ მიერ, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან პარტნიორობით

პროეტის სახელწოდება: „ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განხორციელებაში“
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.
ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გაფართოებული შეხვედრა - „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ კვლევების პრეზენტაცია /კარგი პრაქტიკების გაზიარება“- გაიმართა