GEO | ENG

ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!

კონტაქტი

ჩვენი საქმიანობა

WIC ამბები

გამოცემები

გუნდი

პარტნიორები და ქსელები

WIC ამბები

ჩვენი მეგობრები

Gender Information Network of South Caucasus

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

WIC ამბები

ქალთა საინფორმაციო ცენტრმა კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა

გამოვლინდა კონკურსის გამარჯვებულები, რომელიც ქალთა საინფორმაციო ცენტრის ინიციატივით და კოალიცია "განათლება ყველასათვის -საქართველოში" პარტნიორობით გაიმართა. კონკურსის მიზანი იყო ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხების აქტუალიზაცია. კონკურსში მონაწილეობა შეეძლოთ როგორც ჟურნალისტებს და ბლოგერებს, ასევე სტუდენტებს, სკოლის მოსწავლეებს, პედაგოგებს, ყველას, ვისაც აინტერესებს და არ არის გულგრილი ამ თემების მიმართ. პირველი ადგილი კონკურსში დაიკავა გიორგი დუნდუამ, ფოტორეპორტაჟისთვის, რომელიც სექსმუშაკების ცხოვრებასა და პრობლემებს ეხება. მეორე ადგილი გადაეცა მოკლემეტრაჟიანი ფილმის ავტორებს, რომელიც მიეძღვნა გენდერული სტერეოტიპების გავლენას ქალების ყოველდღიურ ცხოვრებაზე. პრიზი გადაეცა ფილმის რეჟისიორს ეკატერინე თაბაგარს. მესამე ადგილის მფლობელი გახდა, ჟურნალისტი, ირმა კახურაშვილი საუკეთესო ბლოგისთვის, რომლის თემაც ნარკოდამოკიდებულ ქალების პრობლემებს ეხებოდა. პრიზები ასევე გადაეცა ბლოგერებს, რომლებმაც თავისი ნაშრომებისათვის აირჩიეს შემდეგი საკითხები: ეკოლოგიის გავლენა ქალთა უფლებებზე (გელა მამულაშვილი), ქალთა მკვლელობები (მედეა გოგსაძე), სექსუალური ძალადობა კონფლიქტების დროს (ნინო ჩანადირი). კონკურსის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილემ ნიკა მუმლაძემ თავის ბლოგში მოსახლეობისთვის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა წამოწია- ბულინგი სკოლებში. ის ასევე დაჯილდოვდა პრიზით და სერტიფიკატით. ყველა საკონკურსო მასალა გამოქვეყნდება პორტალი www.ginsc.net-ზე და სოციალურ ქსელებში.

2018-02-02

წინა გვერდი 

ჩვენი საქმიანობა   I    WIC ამბები   I    გამოცემები   I    გუნდი   I    პარტნიორები და ქსელები   I    კონტაქტი

© Copyright WIC 2018. ყველა უფლება დაცულია.

მასალების გამოყენების შემთხვევაში www.wicge.org და ავტორის მითითება სავალდებულოა

Webmaster